ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“რაზე ვსაუბრობთ, პატიმრებს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების უფლება რომ აქვთ?
ისინი ისედაც სასჯელის ქვეშ არიან და უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი ყველა საჭირო ჯანდაცვითი ღონისძიება.
ამას მხოლოდ სააკაშვილზე არ ვწერ, თუ ციხის კლინიკას სათანადო აპარატურა არ გააჩნია, ან სასწრაფოდ უნდა მოხერხდეს ციხის საავადმყოფოების აღჭურვა ან ხელმისაწვდომი უნდა გაუხდეთ სხვა კლინიკები.
პატიმრების წამება უნდა დასრულდეს და არასრული ჯანდაცვითი მომსახურება ასევე წამების ფორმაა.”
კომენტარები