• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პატიმარი პრეზიდენტის ადვოკატებმა უნდა გამოიყენონ ეს მტკიცებულება“ – რა შეთავაზება აქვს ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:50 11-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„ისევ ცივი გონებითა და ემოციების გარეშე, იურიდიული ჭრილიდან რომ გავაანალიზოთ:

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალური განცხადების თანახმად:

1. სახელმწიფომ უხეშად დაარღვია პატიმარი პრეზიდენტის უფლებები და გაასაჯაროვა მისი პირადი სივრცის ამსახველი კადრები;

2. სახელმწიფოს უმაღლესმა პირებმა, კერძოდ პრემიერმა, მინისტრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა გამოიჩინეს დანაშაულებრივი გულგრილობა პატიმარი პრეზიდენტის მიმართ და მიაყენეს მას შეურაცხყოფა დაცინვითა და ქილიკით.

ვინაიდან და რადგანაც, პატიმარი პრეზიდენტი ისევ იმყოფება იმავე მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ, რომელსაც მოქმედმა პრეზიდენტმა ზემოაღნიშნული ბრალდებები დაუდასტურა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერი, მინისტრები და პარლამენტი არაკომპეტენტურები არიან ასეთი შექმნილი კრიზისის ადეკვატურად სამართავად და მათ არ შეუძლიათ კომპეტენტურად წარმართონ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის საკითხიც.

ამასთან, მოქმედმა პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა.

შესაბამისად, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მის მიერვე არაკომპეტენტურობასა და დანაშაულებრივ გულგრილობაში ბრალდებული მთავრობა უნდა აგრძელებდეს პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვას, წარმოადგენს სრულ იურიდიულ და ლოგიკურ აბსურდს.

პატიმარი პრეზიდენტის ადვოკატებმა უნდა გამოიყენონ ეს მტკიცებულება და დაუყოვნებლივ, საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით ჩამოართვან საქართველოს არაკომპეტენტურ მთავრობას პატიმარი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მართვის უფლება და გადასცენ იგი უკრაინას, ან რომელიმე ნეიტრალურ საერთაშორისო ინსტიტუტს!

ეს აუცილებელია საქართველოსათვის, რადგან როგორც მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, დაპატიმრებული „პრეზიდენტის ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფოს სტაბილურობაზე“.

„იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსებისა და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია“ – სალომე ზურაბიშვილი
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved