• რეკლამა
  • კონტაქტი
19:19, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატარა ნიკოლოზს დონორი სასწრაფოდ ესაჭიროება – “დონორობის სურვილი ვისაც გქონდეთ, გამომეხმაურეთ!”

ალია ავტორი - ალია
20:14 08-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

თათია ეზუგბაია ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

აქვე, ჟურნალისტი საზოგადოებას როგორც ფინანსურ, ასევე დონორობის სახით დახმარებისკენ მოუწოდებს:

„მეგობრებო, ამ საოცარ ადამიანთან დაკავშირებულ პირველივე პოსტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თქვენი დახმარებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა! საბედნიეროდ, ნიკოლოზს ახალი ორგანოსთვის მიმღებლობის დონე ახლა მაღალი აქვს, თუმცა, აქამდე იყო ძალიან დიდი და რთული გზა, ამ პატარა ადამიანის ბრძოლის უნარიანობის დონეს ყველა განცვიფრებაში მოჰყავდა, ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია, დაძლია ინსულტი და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული მაგრამ იბრძოდა! ბოლომდე და კაცურად იბრძოდა!

მისმა ოჯახმა ძალიან მტკივნეული დღეები გადაიტანა. ეს ყველაფერი თავისთავად გარკვეულ დროს და დროსთან ერთად ფინანსებს მოითხოვდა. თუმცა, საოცარია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოვლენების პარალელურად ოჯახი თავისი ინიციატივით დამიკავშირდა და მთხოვა, თქვენთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომ მოცემულ შემთხვევაში მათ ფინანსური პრობლემა აღარ ჰქონდათ, თქვენს მიერ გაწეული დახმარება საკმარისი იყო და შეეძლოთ თავად გამკლავებოდნენ ყველაფერს, ხოლო ნიკოლოზის სახელზე არსებული თქვენი შესაწირი სხვა იმ ოჯახებისთვის გაგეღოთ, ვისაც უფრო სჭირდებოდა.

უდიდესი პასუხისმგებლობა მადლიერება და თავმდამბლობაა ამ საოცარ ოჯახში! ასეთი ოჯახის შვილია ნიკოლოზი!

ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ მის დასახმარებლად, და დაწყებული ეს ძალიან მაგარი
საქმე ბოლომდე მივიყვანოთ!

ამჯერად დახმარება ორი მიმართულებით არის საჭირო:

თქვენი სურვილის და შესაძლებლობის გათვალისწინებით, ჩავრიცხოთ ნებისმიერი ოდენობის თანხა.
გთხოვთ გამომეხმაუროს ყველა ის ადამიანი, ვინც გამოთქვით სურვილი ნიკოლოზის შესაძლო დონორი გამხდარიყავით..

არ ვიცი სამედიცინო თვალსაზრისით თქვენი და ნიკოლოზის გზები შემდგომში როგორ გადაიკვეთება მაგრამ თქვენი ამ გადაწყვეტილების ჩანაფიქრშივე პოტენციური გმირები ხართ!

ეს ამბავი ძალიან მალე დამთავრდება და მას ექნება ბედნიერი დასასრული, და მე ამ დასასრულზეც მოვყვები!“, – წერა თათია ზუხბაია.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ 

#საქართველოს ბანკი : GE06BG0000000791931400

#თიბისი ბანკი : GE93TB7404545061100033

მიმღები : ზურაბ ჭიჭიკოშვილი

თეგები: ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved