გიგი უგულავა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიის შეღობვას აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს:
“ასე გამოიყურება რუსთაველი, პარლამენტის წინ. სათამაშოები აიღეს და შემოღობეს. ჩვენი საქმე ქნეს. აწი რუსთაველი ბუნებრივად და ლეგალურად გადაიკეტება. პასუხს კალაძე აგებს”, – წერს “ევროპული საქართველოს” ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მერიის სამსახურებმა სათამაშოები აიღეს და ტერიტორია რკინის კონსტრუქციებით შემოღობეს.
კომენტარები