• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პასუხები კითხვებზე: “თუ ვაქცინაცია ვერ მიცავს ინფიცირებისგან, რატომ უნდა ავიცრა?”, “„ვაქცინირებული და არავაქცინირებული ერთნაირად ავრცელებს ვირუსს?”

ალია ავტორი - ალია
20:26 08-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:

“ქართულენოვან ფეისბუკში უამრავი მეცნიერულად დაუსაბუთებელი ინფორმაცია ვრცელდება. ეს შეეხება როგორც SARS-CoV-2 ვირუსს და მის საშიშ ვარიენტებს, ასევე ვაქცინაციას. რაც მოსახლეობას აბნევს და ვაქცინაციის მიმართ სკეპტიციზმს ზრდის.

ამ ბოლო დროს დასავლეთის პრესაში პანდემიის თემაზე გამოქვეყნებული თითქმის ყველა ინფორმაცია შეეხება SARS-CoV-2 ვირუსის დელტა ვარიანტს. დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგებს ადარებენ ალფა (ბრიტანულ) ვარიანტს რომელიც დომინირებდა ევროპაში 2020 წლის ბოლოს 2021 დასაწყისში.

ჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტად რომელი და/ან რამდენი ვარიანტი ცირკულირებს საქართველოში. არც ის ვიცით რომელი ვარიანტია დომინანტი. აპელირება იმაზე რომ გახშირებული შემთხვევები დელტა ვარიანტის მიზეზია, არის ვარაუდი რომელსაც საფუძვლად არ უდევს მეცნიერული კვლევა. PCR მეთოდით შეუძლებელია ვირუსის ვარიანტის ზუსტი იდენტიფიცირება. რომ გავიგოთ რომელი ვარიანტები ცირკულირებს საქართველოში, აუციებელია ყოვლდღიური ახალი შემთხვევებიდან, რანდომულად შერჩეული 20-25 ნიმუშის ახალი თაობის სექვენირების (NGS- New Generation Sequencing) მეთოდით გამოკვლევა. არ არის გამორიცხული რომ საქართელოში SARS-CoV-2 ვირუსის რამდენიმე ვარიანტი ცირკულირებდეს და დელტა არ იყოს დომინანტი.

ცალკე პრობლემაა ვაქცინებთან დაკავშირებული მითები და „მოსაზრებები“

„ვაქცინირებულები ისევე ინფიცირდებიან როგორც არავაქცინირებულები“

ისრაელში, შებას კლინიკაში (Sheba Hospital) თანამშრომლებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ვაქცინაცია 78% -ით ამცირებს აცრილების ინფიცირებას არაცრილებთან შედარებით (ეს კვლევა ჩატარდა ისრაელში დელტა ვარიანტის გავრცელებამდე)

„თუ ვაქცინაცია ვერ მიცავს ინფიცირებისგან, რატომ უნდა ავიცრა?“

უპირველეს ყოვლისა უნდა განვასხვავოთ (ლაბორატორიულად დადასტურებული) ინფიცირება და ინფიცირების შედეგად გამოწვეული ავადმყოფობა. ინფიცირებულ ადამიანს შეიძლება კოვიდ-19 ის კლინიკური ნიშნები საერთოდ არ ჰქონდეს.

აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით ვაქცინაცია 25-ჯერ (!) ამცირებს კოვიდ-19 გამო ჰოსპიტალიზაციას, ასევე 25-ჯერ (!) ამცირებს სიკვდილობას.

„ვაქცინირებული და არავაქცინირებული ერთნაირად ავრცელებს ვირუსს“

ინგლისში, 365’000 ოჯახზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ვაქცინირებულის მიერ არავაქცინირებული ოჯახის წევრების ინფიცირება 40%-50% ნაკლები იყო ვიდრე არავაქცინირებულის მიერ ოჯახის წევრების ინფიცირების შემთხვევები.

„არ ვაპირებ ექსპერიმენტული ვაქცინით აცრას“

ფაიზერ-ბიონტეკის ვაქცინა „ექსპერიმენტული“ იყო კლინიკური კვლევების პერიოდში. ამ კვლევების საფუძველზე, აშშ და ევროპის ფარმაცევტული ბაზრის მარეგულირებელმა ორგანიზაციებმა გასცეს „გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია”.

დღეს ფაიზერ-ბიონტეკის კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინა „კომირნატი“ სრულფასოვნად არის ავტორიზებული აშშ-ს წამლისა და საკვების (FDA) სააგენტოს მიერ. დიდი ალბათობით ევროპული მარეგულირებელიც (EMA) მალე მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას.”

თეგები: გიორგი კავკასიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved