• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პასიურობის ორი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა” – მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
21:23 08-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,930

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:

ბოლო დროს, როდესაც ხალხი პოლიტიკაზე მელაპარაკება, ან მე ველაპარაკები, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობ იმ ადამიანებს, ვინც ამ სიტუაციაშიც კი პოლიტოკურად პასიური რჩებიან. ამბობენ, რომ მხარს არ უჭერენ ხელისუფლებას, მაგრამ აქტიურობის სურვილი არ უჩნდებათ, ამის აზრს ვერ ხედავენ და ა.შ.
შვებულების პერიოდში ასეთებს ბევრს ველაპრაკე (ნაცნობებს, თუ უცნობებს, ბავშვობის მეგობრებს, თუ ახლადშეძენილებს, ტაქსისიტებს, პედაგოგებს, თუ ბიზნესმენებს). ჩემი პირადი სოციოლოგიით, მათი პასიურობის ორი მთავარი მიზეზი გამოიკვეთა:
1) ალტერნატივის ვერდანახვა.
ყველაზე ხშირად სწორედ ამას მეუბნებიან, რომ არ იციან და ვერ ხედავენ, ვის დაუჭირონ მხარი. “გავიგე, რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ აქეთ ვინაა?” – ეს არის ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად მესმის, ხოლმე. მათ არ სჯერათ, რომ ამ ოპოზციის მოსვლის პირობებებში მათთვის, ან ქვეყნისთვის რამე შეიცვლება, ხოლო თუ არაფერი შეიცვლება, რისთვის უნდა იბრძოლოს?
“ამათ ყველა და ყველაფერი ჯობია, ოღონდ ესენი წავიდნენ და რამე იქნება” – ამ პოზიციას ეს კატეგორია არ იზიარებს. აინტერესებს, შემდეგ ვინ მოდის. იმისთვის, რომ ერთი ცუდი, მეორე ცუდმა შეცვალოს, ბრძოლა არ უღირს. ვერ ხედავს ვერავის, ვინც დაარწმუნებს, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის გამო ღირს გამოვიდეს კომფორტის ზონოდან და იბრძოლოს.
(ვინც იტყვის, თუ ვერ ხედავს, ეს მისი პრობლემააო, მას პოლოტიკის არაფერი ესმის.)
2) ქვეყნის წინაშე დღეს არსებული პრობლემების სიმწვავის ბოლლმდე ვერაღქმა.
“ამათ ყველა და ყველაფერი ჯობია, ოღონდ ესენი წავიდნენ და რამე იქნება” – ამ პოზიციას იმიტომაც არ იზიარებენ, რომ შექმნილ სიტუაციას ისევე დრამტულად არ აღიქვამენ, როგორც ჩვენ.
ადამიანების ეს კატეგორია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ დღეს ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, რომ მალე ისევ რუსეთი გავხდებით, რომ დასავლური კურსი საბოლოოდ შეიცვლება. ამ ყველაფერს უყურებს, როგორც დიდი თამაშის ნაწილს და დარმწუნებულია, რომ ყველაფერი დალაგდება, “დასაველთმა აქ იმდენი რესურსი ჩადო, ჩვენს თავს რუსეთს აღარავინ დაუთმობს და ვერც დიქტატურა დამყარდება საწსრთველოში” – მითხრა ერთმა და დაამატა: ჩემთვის უფრო დიდი პრობლემა გაზრდილი ფასები და გაურესებული ჯანდაცვაა და ამაზე არავინ ლაპრანობს.” შემდეგ მოყვა ამ მიმართულებით ხელისუფლების გინებას.
სხვებს ჩვენი საგარეო კურსის ამბავი დიდი ბიჭების გადასაწყვეტი გონია, სადაც ჩვენ არც არაფერს შეგვეკითხებიან და ა. შ.
აქეთ მხარეს ბევრი ფიქრობს, რომ ასეთ ხალხს თვალს უვიზო რეჟიმის შეწყვეტა აუხელს. ეს დაანახებთ, რომ პრობლემა სერიოზულია, რომ მართლაც ვკარგავთ დასავლეთს, როგორც მეგობარს, მაგრმა მე ვისაც ვესაუბრე, მაღი დიდი ნაწილი უვიზოს შეწყვეტის შემთხვებაში შეიძლება დასვლეთზე უფრო გაბრაზდეს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაზე. ვერაფრით აკავშორებს ერთმანრთთან დასჯას და მეგობრობას.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ პასიური ხალხის აზრი საონტერსსო არაა, მაგრამ ეს მცდარი დამოკოდებულებაა, რადგან ასეთი ხალხი დღეს ქვეყანაში უმრავლესობაშია, ხოლო პოლოტიკაში იგებს ის, ვინც მეტ ადამიანს მიიმხრობს ანუ პოლიტოკაში გამარჯვებისთვის მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი.
მთავარი დაკვირვება კი ის არის, რომ როდესაც ამ ხალხთან კამათში შედიხარ და არგუმენტებით ელაპრაკები, ხედავ, რომ ამას შედეგი მოაქვს, ბევრ რამეს მერე სხვანაირად უყურებს, მაგრამ ათასობით ადამიანს რომ მიწვდეს სიმართლე, ამისთვის ჟურნალისტები და აქტივისტები არ კმარა. აუცილებელია პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც დიდი ნდობა ექნება.
ასეთი კი დღეს არაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved