• რეკლამა
  • კონტაქტი
12:47, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარტიებმა აქციაც ვერ შეკრიბეთ გუშინ მთაწმინდასთან, ამბავიც კი ვერ გაავრცელეთ, მართლა ერთი ლალი მაროშნიკა გყოფნით შესაშინებლად!” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
22:53 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,093
მწერალი, ლაშა ბუღაძე:
გუშინ მთაწმინდაზე იყო მთელი ეს პოლიტიკური ზოოპარკი რუსი ივანიშვილის მეთაურობით და ოპოზიციურმა პარტიებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ მცირე საპროტესტო მობილიზება მაინც ყოფილიყო ამ პარკთან. პირადად მე არც ის ვიცოდი, რომ გუშინ ეს რუსული პოლიტიკური ნაგავი მთაწმინდაზე იყო შეკრებილი და დარწმუნებული ვარ, ასე არ იცოდა ბევრმაც.
ამის მაგივრად სამომავლო თარიღებზე ვდაობთ – ვემზადებით 7 აგვისტოს A-პუნქტიდან B-პუნქტამდე მისასვლელად და 4 ოქტომბერს კი რაღაცისთვის, რაზეც აზრზე არაა არავინ.
პატარა აქციის ორგანიზების ნაცვლად გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ბრიფინგს უძღვნის მისივე პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს (იმის მაგივრად რომ კაბინეტში შეხვდეს) და ნებით თუ უნებლიეთ, ქოცს აძლევს საინტერპრეტაციო მასალას.
ივანიშვილი აქ იყო გუშინ თავის უბადრუკ “საზოგადოებასან” ერთად, ერთი სულის შებერვა რომ ჭირდებათ სინამდვილეში და თავიანთი ბოტოქსებიანად რომ დასკდებიან მაშინვე, უბრალოდ სულის შემბერავი არ გვყავს აქეთ – ივანიშვილის სისუსტეს ჩვენივე სისუსტით ვპასუხობთ და რატომღაც თავი უნდა დავიმშვიდოთ, რომ რუსთაველზე კინოჩვენებებით დასრულდება ეს ბრძოლა.
პარტიებმა აქციაც ვერ შეკრიბეთ გუშინ იქ, ამბავიც კი ვერ გაავრცელეთ, და პოლიტიკოსები გგონიათ თავი, არადა უმეტესობა მართლაც ქოციანად უნდა აღიგავოთ პოლიტიკური ცხოვრებიდან – ფეისბუქზე რომ ხართ რკინის მკვნეტელები და ჩატებში ინტრიგების ხლართვისას. მართლა ერთი ლალი მაროშნიკა გყოფნით შესაშინებლად! და ვინც მუხტის შექმნის ცდის, მაშინვე ქოლავთ და აფთრებივით ესევით!
აქცია რატომ არ დაგეგმეთ გუშინ მთაწმინდასთან, რატომ არ დაგვიძახეთ პარტიის თავმჯდომარეები და პოლიტიკოსები რომ გქვიათ?
შემდეგ კინოჩვენებებს როდის გეგმავთ და ბრიფინგებს თანაპარტიელების სამხელად?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved