• რეკლამა
  • კონტაქტი
15:28, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პარტიაში მიკითხავს, მაგრამ არავინ იცნობს ამ კაცს! – არ ვიცნობ და არც ვაპირებ მხარდაჭერის გამოცხადებას” – ენმ-ს წევრი მეგის ქარდავაზე

ალია ავტორი - ალია
13:32 09-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა ობოლაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დანაშაულების შესახებ ბევრი სმენია და თავად არ აპირებს, მეგის ქარდავას მხარდაჭერა გამოუცხადოს.

როგორც მან გადაცემაში საუბრისას აღნიშნა, მეგის ქარდავამ თავისი სიმართლე უნდა დაამტკიცოს, თუკი მსგავსი აქვს. მისივე თქმით, ქარდავას კარგი რეპუტაცია არ აქვს და ბევრი სმენია, რომ ეს კაცი არღვევდა კანონს.

“2003 წლიდან 2012 წლამდე სისტემური პრობლემები იყო. ხდებოდა დანაშაულები მაშინ, როგორც მანამდე შეიძლება მეტი ხდებოდა და ახლაც გაცილებით მეტი. როდესაც 55 ათასი ფაილია ჩაწერილი. კონკრეტულ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა – მე მსმენია, რომ მეგის ქარდავას შეიძლება ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულები ჩადენილი.

მე არ ვაპირებ მეგის ქარდავას დაცვას. ადამიანებისგან მსმენია, რაღაც ისტორიები წამიკითხავს. ისე აღმოჩნდა, რომ [ნაციონალურ მოძრაობაში”]თითქმის არავინ არ იცნობს. მე მიკითხავს, მაგრამ არავინ არ იცნობს ამ კაცს. ასე საუბრებში არავის ჰქონია ახლო ურთიერთობა.

კონკრეტულად ვერ ვიტყვი, დამნაშავეა თუ არა. თუ მივუდგებით იმ სტანდარტით, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ყველას აქვს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის უფლება, გამოდის, რომ “ქართული ოცნების” პერიოდში, ვინც არის დაკავებული, ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა იყოს ციხეში და აშ.

რაც შეეხება მეგის ქარდავას, მას აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგეს, უნდა ჰქონდეს უფლება, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივაციით არ იყოს მისი საქმე გარჩეული, მაგრამ რომ გითხრათ, რომ რაც მსმენია, რა გარემოც არსებობს, დიდ სურვილს აღმიძრავს ვთქვა, რომ მეგის ქარდავას პოლიტიკურად დევნიან, მე ასე არ ვარ განწყობილი.

“ნაციონალური მოძრაობა არის დიდი პარტია, შეიძლება ვინმე მეგობარი ჰყავს ბატონ მეგისს პარტიაში, მე არ ვიცნობ და არც ვაპირებ მხარდაჭერის გამოცხადებას. სულ რომ ანგელოზი იყო, ის რაც ეს წლები მასზე ხმები ვრცელდებოდა, მინიმუმ იმის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდა, რომ გამოსულიყო და ყველა ბრალდებაზე საჯაროდ დამჯდარიყო და ყველაფერზე პასუხი გაეცა.

თუ ეს ყველაფერი მითია, მითის „კონოტაცია“, თითქოს არაფერი არის მართალი, მაშინ მან დააზიანა დიდი საქმე, თუ არ გამოვიდა და ყველაფერს პასუხი არ გასცა. ნებისმიერ შემთხვევაში, სულ რომ ანგელოზი იყოს და არაფერი დაშავებული არ ჰქონდეს, მაინც დაუშავებია, თუ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა, ამ ყველაფერს აბრალებდნენ და ის ჩუმად იყო ამ წლების განმავლობაში. ამით ხომ მართლა საქმე ფუჭდებოდა. ამით, ვინც საქმეს აკეთებდა, ის ზიანდებოდა. მან დააშავა თუ არა რაღაცები, ეს უკვე მისი პირადი პასუხისმგებლობაა, მან უნდა გაარკვიოს ეს მედიასთანაც, სასამართლოსთანაც, ადვოკატების მეშვეობითაც და უნდა ეცადოს დაამტკიცოს თავისი სიმართლე, თუ ასეთი აქვს”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved