• რეკლამა
  • კონტაქტი
00:12, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პარლამენტში თითქმის არავის უნახავს.. ეზარებოდა მუშაობა“ – პარლამენტი ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

ალია ავტორი - ალია
10:05 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ზურაბ ჯაფარიძისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

„ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში თითქმის არავის უნახავს. შესაბამისად, მას ეზარებოდა პარლამენტში მუშაობა. არც კომიტეტზე, არც სხდომაზე ის არავის უნახავს. როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ პარლამენტის საქმიანობა შეწყვიტოს. რაც შეეხება პროცედურებს, განცხადების დაწერის შემდგომ, რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე განვიხილავთ ამ საკითხს, რომლის შემდგომაც კომიტეტის სამართლებრივი დასკვნა გადაეგზავნება ბიუროს და პლენარულ სხდომაზე უკვე საბოლოოდ გადაწყდება ზურაბ ჯაფარიძის, როგორც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

თავად ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მანდატის დატოვების შესახებ მან თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, მიზეზად კი 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას ასახელებს. ჯაფარიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა.„როცა „ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ ისინი გადიან 19 აპრილის შეთანხმებიდან, ამ შეთანხმებაში ოპოზიციის მხარეს იყო ერთადერთი ვალდებულება, რომ ისინი შეასრულებდნენ იმ ხუთ პუნქტს და ამ შემთხვევაში ჩვენ შევდიოდით პარლამენტში. მათ დაარღვიეს ხუთივე პუნქტი. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ მე შემესრულებინა შეთანხმების ეგ ნაწილი, აღარ იყო. გამოვედი და ვთქვი, რომ მე მანდატს ვტოვებ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved