სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პარლამენტს გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზე აქვს სამსჯელო, ვიდრე მისი კრიტიკაა.
„ამ განცხადებებს ვუპასუხებ იმით, რომ ვფიქრობ, დღეს საქართველოს პარლამენტს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს იმის დრო, მოიცალოს სახალხო დამცველის კრიტიკისთვის, რადგან საზოგადოებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი საკითხებზე აქვთ სამსჯელო, ეს ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამიტომ, ალბათ, უმჯობესი იქნება მთელი თავიანთი ყურადღება და ძალისხმევა იმ ვალდებულებების შესრულებისკენ მიმართონ, რაც მათ ევროკავშირმა მისცა”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კომენტარები