მიუხედავად დაპირებისა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათამდე იქნებოდა გადადებული, მამუკა მდინარაძის ინიციატივით, პარლამენტი აპირებს კანონპროექტის განხილვა დაიწყოს.
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იცვლება დღის წესრიგი.
დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ რაკი ასე ჩქარობენ, ბარემ პირდაპირ დააყენონ საკითხი კენჭისყრაზე.
ხატია დეკანოიძემ განხილვის დაწყებამდე ითხოვა შესვენების გამოცხადება, თუმცა, მას უარი ეთქვა.
შეგახსენებთ, აქცია, რომელიც პარლამენტის წინ იმართებოდა, რამდენიმე წუთის წინ დაიშალა და ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ აქცია გაგრძელდება ხუთშაბათს, როცა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება, თუმცა, აქციის დაშლიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ დღის წესრიგი შეცვალა მმართველმა გუნდმა.
,, აგენტების შესახებ კანონებს ხუთშაბათს განვიხილავთ” – მამუკა მდინარაძე
კომენტარები