• რეკლამა
  • კონტაქტი
06:09, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:12 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება:

მსურს საზოგადოებას გავაცნო საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ხელმძღვანელობის სტრასბურგსა და ბრიუსელში წარმატებული ვიზიტის შედეგები.

ამ ძალზედ ნაყოფიერი სამუშაო ვიზიტის მსვლელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველო არის ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი, აქედან გამომდინარე ჩვენი ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მეტად გამყარდება და ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა 30-ზე მეტი შეხვედრა  ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მაღალჩინოსნებთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ბრიუსელში,  ევროკომისიის სამეზობლოსა და იუსტიციის დირექტორატების ხელმძღვანელობასთან. საუბრების მთავარი თემები იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები მათ შორის ავღანეთიდან ნატო-ს გამოსვლის შემდეგ, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები და რეფორმების დღის წესრიგი.

აღსანიშნავია, რომ ამ საკმაოდ ხანგრძლივ შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული თითოეული საკითხი, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, მათ შორის პრობლემური საკითხებიც. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველო არის ლიდერი ქვეყანა რეფორმების კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და აქედან გამომდინარე, საქართველოს მიმართ მოლოდინებიც და მოთხოვნებიც უფრო მეტია ვიდრე სხვა ქვეყნების მიმართ.

უსაფრთხოების კონტექსტში საუბარი იყო შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობის გეგმებზე, რითაც უნდა დაბალანსდეს რუსეთის მზარდი აგრესია, ასევე საქართველოს უფრო მეტ დაკავშირებაზე ევროკავშირთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და კომუნიკაციების კუთხით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ და ციფრულ უსაფრთხოებას.

წელს დეკემბერში იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით და შესაბამისად, მსჯელობა შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის უფრო მეტი პრაქტიკული სარგებლის მიღების შესაძლებლობებს როგორც განათლების, ასევე დასაქმების მიმართულებით.

 ევროპელ კოლეგებს გავაცანით ჩვენი სტრატეგია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და ვესაუბრეთ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაზე . პარლამენტის მიერ ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელებული საარჩევნო რეფორმა ცალსახად წარმატებულ ნაბიჯად იყო შეფასებული და თითოეულ შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველო მშვიდად ჩაატარებს ამ არჩევნებს, რომლის შედეგებსაც შემდეგ აღიარებს ყველა პოლიტიკური ძალა და  ქვეყანა გააგრძელებს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რათა 2024 წელს გასაკეთებელი წევრობის ოფიციალური განაცხადისთვის ქვეყანა იყოს მზად. ამისთვის კი საჭიროა, რომ ევროკავშირ-საქართველოს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა მალე დამტკიცდეს.

იუსტიციის დირექტორატში საუბრისას წარმატებულად შეფასდა სასამართლო რეფორმის წინა ოთხი ტალღა და ასევე  საუბარი გვქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ კანონმდებლობაში უკვე ასახა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები და მზად არის მომავალშიც გააგრძელოს თანამშრომლობა ევროკავშირის ექსპერტებთან იმისათვის რომ რეფორმა გაგრძელდეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

გვსურს დავადასტუროთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით საქართველო არის და იქნება საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო რეგიონული პარტნიორი, როგორც ევროკავშირისათვის ასევე დასავლეთისათვის. ჩვენი  ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის შეუქცევადი და აუცილებლად განხორციელდება სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების პირობებში.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის. ბოლო ხანებში საქართველოს მიერ გადადგმულმა სამშვიდობო ნაბიჯებმა, მათ შორის რეგიონულ ჭრილში ფართო საერთაშოროსო აღიარება მოიპოვა, რაშიც ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved