პარიზის რეისით საქართველოში ჩამოსული ერთი მგზვარი, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ტემპერატურა აღენიშნებოდა და მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტი იმყოფება, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ იქნება ცნობილი. ექიმები ვარაუდობენ, რომ სიმპტომებიდან გამომდინარე ვირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდგინდება.
კომენტარები