• რეკლამა
  • კონტაქტი
02:21, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარიზი, მილანი, მონაკო, შვეიცარია და სხვა – “ოცნების” მაღალჩინოსნების მდიდრული არდადეგები

ალია ავტორი - ალია
21:37 09-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
434

ფოტო – ტვ პირველი

პოლიტიკოსების მდიდრული არდადეგები – “შაბათის ეთერის” სრულიად  აპოლიტიკური კითხვა  “ქართული ოცნების” ლიდერების დიდი ნერვიულობის მიზეზი გახდა.

კახი კალაძემ საზაფხულო არდადეგები ყველაზე ადრე დაიწყო – პირველი იყო მილანი, შემდეგი  პარიზი და მოგვიანებით – ალპები.

ალუდა ღუდუშაურმა ამერიკული არდადეგები მოიწყო. “ოცნების” დეპუტატი ნიუ იორკში მედისონ ავენიუზე პოზირებდა. მსოფლიოს დედაქალაქთან ერთად ამერიკაში ღუდუშაური ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდა. თუმცა, უცნობია, რა ნახა ასეთი ალუდა ღუდუშაურმა ამერიკაში, რომ იქედან დაბრუნებულს, ჟურნალისტის კითხვა, როგორ დაისვენა უზრდელური მოეჩვენა. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტს უზრდელი უწოდა, ალუდამ რამდენჯერმე ჰკითხა ჟურნალისტს სად გაიზარდა და პასუხზე – ხარაგაულში, იკითხა: – მოგწონს ხარაგაული? რა გასწავლეს მერე, ესე უზრდელი იყავიო, გასწავლეს?

ქართული ოცნების მორაგბე დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ნიცაში ერთი კვირა გაატარა. დეპუტატი  საზაფხულო არდადეგებით კმაყოფილია, თუმცა,  არ ამბობს, რა დაუჯდა ეს დასვენება.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  საზაფხულო არდადეგების დიდი დრო  ავტოფარეხში გაატარა და ძველი “ვოლკსვაგენის” რესტავრაცია დაასრულა.

საბერძნეთში მდებარე კუნძული მიკონოსში გაატარა ცხელი ზაფხულის დღეები დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.  კურორტი ცნობილია, ბოჰემური იმიჯით.

“ოცნების” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა საგულდაგულოდ დამალა თუ სად გაატარა ზაფხულის ცხელი არდადეგები.

პარიზზე გააკეთა არჩევანი ლევან კობიაშვილმა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა,  არჩევანი მთაზე გააკეთა.

მთაში ლაშქრობდა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი  სოციალურ ქსელში ფოტოებს ხან თუშეთიდან ხან კი ჭიათურის ტყეებიდან ტვირთავდა.

რაჭაში ჩავიდა პარლამენტის ექს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

იტალიის ყველაზე დიდ კუნძულს სტუმრობდა მარიამ ქვრივიშვილი. დეპუტატი  ცხელ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე პოზირებდა.

თეგები: ქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved