თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა.
ერთ-ერთი მსხვერპლი 9 წლის რეერა ესმაილონი და გოგონას დედა პარიზა ეღბალიანი იყვნენ. ისინი კანადის მოქალაქეები იყვნენ.
„რატომ უნდა დამერეკა გუშინ სკოლაში და მეთქვა, რომ ის აღარ დაბრუნდება“, – წერს შვილის შესახებ მამამისი ჰამეს ესმაილონი.
„პარიზა და რეი, მე თქვენ დაგელოდებით. მე ვიცხოვრებ, სანამ თქვენ დავიწყებას არ მიეცემით. ჩემო პატარა გოგონა რეი. შენ ყოველთვის ჩემთან იქნები და ყოველთვის შემოირბენ ხმამაღალი ძახილით ჩემს ოთახში“, – წერს ჰამეს ესმაილონი.
სოციალურ ქსელში ჰამესი შვილის ნივთების ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რეერას თვითმფრინავში ჰქონდა.

კომენტარები