• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, ორშაბათი, 5 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარასკევს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან, შემოგვიერთდით – ილიაუნის გაფიცული სტუდენტები

ალია ავტორი - ალია
18:00 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ილიაუნის გაფიცულმა სტუდენტებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, სადაც შემდეგი შეკრების დრო და ადგილი გამოაცხადეს. ისინი პარასკევს, 5 საათზე პარლამენტის უკან შეიკრიბებიან და მოუწოდბენე ყველას, მათ პროტესტს შეურთდნენ, რადგან მათი თქმით, “ახლა ქვეყანაა დასაცავი“.

მათ ასევე დაპატიმრებულ სტუდენტ, ლიკა ლორთქიფანიძეს მიმართეს და მადლობა გადაუხადეს იმ ბრძოლისთვის, რომელიც მან რუსთაველზე დგომის დროს აჩვენა.

ლიკა ახლა ციხიდან გვიყრებს, ამიტომ, მადლობა გვინდა გადავუხადოთ თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, რომ არ ნებდება, უყვარს თავისი ქვეყანა, მადლობა ლიკა, ჩვენ შენს გვერდით ვართ. დღეს ვართ ქვეყანაში,  სადაც 19 წლის გოგოები, თათია და ლიკა დააკავეს სიტყვების გამო-“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“, უკანონო პატიმრობაშია კიდევ ერთი სტუდენტი, ლუკა ნაცვლიშვილი. ლიკას მშობლები ემიგრაციიდან გულშემატკივრობენ შვილს და იქიდან უწევთ მისი დამშვიდება. რეპრესიები იზრდება და ამიტომ, დროა, გაიზარდოს წინააღმდეგობაც. ვერ აგვიკრძალავენ ვთქვათ სიტყვები “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“,  შეეცდებიან? ჩვენგან მიიღებენ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს, 17:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის უკან, მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთდით, რათა დავიცვათ საქართველო, მოვუწოდებთ სტუდენტებს შემოგვიერთდით, არ აქვს მნიშვნელობა არცერთ ქულას რუსულ ქვეყანაში, არ აქვს მნიშვნელობას არცერთ ქულას ისე, როგორც თავისუფლებას, არ აქვს მნიშვნელობას არცერთ ქულას, თუ არ გვეცოდინება რა არის სოლიდარობა და ემპათია. ამ ქვეყნის ისტორია ერთი დიდი ბრძოლაა თავისუფლებისთვის, ახლა ჯერი ჩვენზეა და ჩვენ ვქმნით ხვალინდელ დღეს. ირწმუნეთ თქვენი ძალების, არ დაუჯეროთ პროპაგანდას და შემოგვიერთდით, გამარჯვების დროშა ახლა ჩვენს ხელშია და არ გვაქვს უფლება გავჩერდეთ.

გვინდა მივმართოთ ოპოზიციასაც, არ გაბედოთ თვიმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს ჩვენგან, ახლა უკომპრომისო ბრძოლის დროა და არა რეჟიმთან თანამშრომლობის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, “ძირს რუსული რეჟიმი“, გვახსოვდეს, ძალა სტუდენტების ერთობაშია, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, – განაცხადა ხალიბეგ მაგამედოვმა. 

ლიკა ლორთქიფანიძეს მეგობრებმაც მიმართეს და მას მხნეობისკენ მოუწოდეს.

გელოდებით, ნახავ ალბათ რამდენი ადამიანია შეკრებილი შენს მხარდასაჭერად, ატრ გავჩერდებით, ეს 12 დრე ყველაზე აქტიური იქნება და ერთი სული გვაქვს როდის გამოხვალ“,- ასე მიმართეს მეგობარს სატელევიზიო ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved