• რეკლამა
  • კონტაქტი
05:44, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პაპუაშვილს ცილისწამებისთვის უჩივლეს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
14:14 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,197

სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ მეყანწიშვილმა შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერს.

ადვოკატის ცნობით, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ მარიამ მეყანწიშვილი “ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად” მოიხსენია იმ დროს, როდესაც დაცვის მხარისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო ის მუხლი, რომლის ჩადენასაც სამოქალაქო აქტივისტს ედავებოდნენ.

აქტივისტი სასამართლოსგან ითხოვს, შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით.

დღეს შევიტანეთ სარჩელი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2025 წლის 17 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელ X.com–ზე განთავსდა პოსტი (https://x.com/shpapuashvili/status/1979201514984902842?s=20), სადაც იგი მარიამ მეყანწიშვილს მოიხსენიებს „უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად“. 

ასევე აცხადებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი „მონაწილეობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის დროს ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში“. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილი უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი „შიდა ტერორიზმშია ჩართული“, რითაც ფაქტობრივად მას მოიხსენიებს დამნაშავედ, მაშინ როდესაც, არ არსებობს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი  ინფორმაცია და შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

შალვა პაპუაშვილი მას მოიხსენიებს როგორც ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იმ დროს, როდესაც დაცვის მხარისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო ის მუხლი, რომლის ჩადენასაც მას ედავებოდნენ. მარიამ მეყანწიშვილს ბრალი წარედგინა დროებითი მოთავსების იზოლატორში 2025 წლის 18 ოქტომბერს, მაშინ როცა შალვა პაპუაშვილის პოსტი უკვე განთავსებული იყო, ვინაიდან ის გამოქვეყნებულია 17 ოქტომბერს.

შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში პირდაპირ, სახელითა და გვარით, კონკრეტული გარემოებების, ფაქტობრივი მოცემულობისა და სიტუაციის აღწერის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი არის:

  1. „უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი“;
  2.  „მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს“;
  3. „შიდა ტერორიზმში ჩართული“;
  4. „ექსტრემისტი“.

ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ შალვა პაპუაშვილმა, ერთი მხრივ, დაარღვია მარიამ მეყანწიშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია, ხოლო მეორე მხრივ, მის შესახებ გაავრცელა პატივისა და ღირსების შემლახავი, საქმიანი რეპუტაციის დამაზიანებელი, ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომელიც არსებითად მცდარია. 

ამდენად, აშკარად სახეზეა შალვა პაპუაშვილის მიერ მარიამ მეყანწიშვილის მიმართ ცილისწამება, რის საფუძველზეც ვითხოვთ სასამართლოსგან მის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით,” – წერს აიჰან ჰასანლი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved