• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პაატა სულ საწოლთან ეჯდა, მომვლელიც, სანიტარიც, ექიმიც თავად იყო”

ალია ავტორი - ალია
20:09 05-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ქალბატონი ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა:

როგორია პაატა იმნაძე შინ, როგორი შვილი და მამაა, როგორ გადაიტანა რთული პერიოდი, რომელიც ახლო წარსულში ჰქონდა? – ამ ყველაფერზე ქალბატონმა ნუნუმ ჟურნალის – “გზა” მკითხველისთვის გულახდილად ისაუბრა:

მაკა მეძმარიაშვილი

ფოტო: მაკა მეძმარიაშვილი
პაატას გარდაცვლილი მეუღლე, მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. ისევე, როგორც მისი მშობლები და და. 2017 წელს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ამ ოთხი მეძმარიაშვილის შემოქმედების გამოფენა გავაკეთე. მაკაც ძალიან ნიჭიერი და რაც მთავარია, კარგი ადამიანი გახლდათ. მისი გარდაცვალების ამბის გადატანა ძალიან გაგვიძნელდა.
მაკას ერთ დღეს გამოფენა ჰქონდა, მეორე დღეს თქვა, ცუდად ვარ, წელი მტკივაო, მსგავსი ჩივილი მანამდეც ჰქონდა. პაატამ უთხრა, გამოკვლევა ჩაიტარეო. ექიმთან წავიდა და…

2009 წლის ნოემბერი იყო, დიაგნოზი ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ძვლის ტვინის სიმსივნე. პაატამ ავსტრიაში წაიყვანა, მაგრამ ეს ურთულესი დიაგნოზია, თურმე მილიონიდან ერთ ადამიანს ემართება. პაატა სულ საწოლთან ეჯდა, არ შორდებოდა. მომვლელიც, სანიტარიც, ექიმიც თავად იყო. ძალიან განიცადა, ურთულესი პერიოდი ჰქონდა. ბავშვები და პაატა მარტო რომ არ ყოფილიყვნენ, საცხოვრებლად მათთან გადმოვედი. ლიზი დედას ჰგავს, ტატა – მამამისს.

წლების შემდეგ პაატამ მეორედ იქორწინა. მისი ახლანდელი მეუღლე, ხათუნა გოგელია არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მათ ერთმანეთი ადრე ჰყვარებიათ, პაატასთან შედარებით ასაკით პატარაა. ხათუნამ ჩემი შვილის ცხოვრება გამოაკეთა, ყველაფერზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული, თავის თავზე ხომ საერთოდ აღარ ფიქრობდა. მიხარია, რომ შვილები მათი ერთად ყოფნის ამბავს კარგად შეხვდნენ. ახლა შვილიშვილებზე ერთად ზრუნავენ. ხათუნა პროფესორია, ხარისხი აქვს დაცული ბიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში

წყარო – ჟურნალი გზა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved