პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად ჩართული ექიმების შეხვედრა დასრულდა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო „პლაქვენილს“, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ.
“იყო საუბარი ბოლო დროს პოპულარულ პლაქვენილზე, რომელიც ქართულ პროტოკოლში შედიოდა, შედის და რჩება. ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს”, – აღნიშნა ცერცვაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მათ საქართველოს ცალკეული კლინიკების ზოგიერთ ახალ მიდგომაზეც ისაუბრეს, მათ შორის – ოზონოთერაპიაზე.
“იყო ბათუმის გამოცდილებაზე ლაპარაკი, რომლებმაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით ძალიან წარმატებით. მათ 4 პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა ეს საოცარია, ჩვენ პაციენტებს უკეთეს შემთხვევაში ვირუსი უქრებოდათ მე-13, მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს და ზოგს შეიძლება სულაც ორი თვის შემდეგ. ოზონოთერაპია გულისხმობს ოზონის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში, სპეციალური მეთოდით”, – თქვა ცერცვაძემ.
კომენტარები