• რეკლამა
  • კონტაქტი
10:56, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” საიდუმლო შეხვედრები მოსკოვში – სკანდალური აღიარება და სუს–ის ჩანაწერები

ალია ავტორი - ალია
21:22 02-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
472

“ტვ პირველის” ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტით დგინდება, რომ აბაშიძე მოსკოვში კარასინთან საიდუმლოდაც ჩადის.  საიდუმლო ფაილებით დგინდება, რომ ზურაბ აბაშიძე საქართველოს საპატრიარქოს სთხოვს, არ გამოაქვეყნოს კრიტიკული განცხადება პუტინზე. საუბარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ოპერატიული ცნობაზე, რომელიც 2018 წლით თარიღდება.

მედიის ცნობით, სუს-ის ფაილებში წერია, ისიც რომ  აბაშიძესთან ერთად მოსკოვში ხშირად დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილიც ჩადის. ეს უკანასკნელი კი სუს-ის ფაილების თანახმად, სუკის აგენტია და აბაშიძე-კარასინის შეხვედრებსაც ესწრება. სუს-ის ფაილების თანახმად, 64 წლის სასულიერი პირი, რუსეთის აგენტი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდანაა.

სუს-იდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მღვდელი რუსეთიდან დიდ ფულს იღებს. საიდუმლო ფაილებში წერია, რომ ამ თანხას, ქართველ სასულიერო პირს, პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები ურიცხავენ, საუბარია ხან 50 ათას ევროზე, ხან 25 ათასზე, თუმცა ფულს სხვა სასულიერო პირის, მამა სერაფიმე ჩეკურიშვილის სახელზე არიცხინებს.

მედიის ინფორმაციით, ჩანაწერების მიხედვით, მღვდელი რომელიც, ზურაბ აბაშიძესთან ერთად კარასინის კარზე ხშირად ჩადის, პუტინთან, მედვედევთან, ვაროვთანაც მჭიდრო კონტაქტებს დამყარებას ცდილობს. სუს-ში გიორგი ხარაზიშვილზე  მთელი ტომებია, სადაც წერია, რომ ის დასცინის საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ერჩის მეუფე შიოს, ატყუებს მღვდლებს, მთავრობას და შეთხზული ამბებით, ცდილობს, ერთმანეთს დააპირისპიროს პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი და ფოთელი ეპისკოპოსი გრიგოლი.

მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, გიორგი ხარაზიშვილმა მიხეილ ხუბუტიას, ათასობით დოლარი, თაღლითური გზით, სანდო პირის ანგარიშზე ჩაარიცხინა.

სუს-ის ოპერატიულ ცნობებში შევარდნაძის მთავრობის თავდაცვის ყოფილი  მინისტრის, ვარდკო ნადიბაიძეზე ჩანაწერიც აღმოჩნდა, სადაც ის უკვე ივანიშვილის მმართველობის დროს, საქართველოს ხელისუფლებასა და ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შორის ცდილობს შუამავალი იყოს.

სუს-ის ჩანაწერების თანახმად,  “ა/წ 8 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თადარიგის გენერალმა ვარდიკო ნადიბაიძემ სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილს აცნობა, რომ რამდენიმე დღის წინ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, რომლებსაც განუცხადა, რომ `რუსეთის ფედერაციასთან ომი სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს და უმჯობესი იქნება საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარება”. ვ. ნადიბაიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ არ გაიმეორებენ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს და არ დაუშვებენ პროვოკაციებს”.

სუსი ასევე წერს, რომ დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის დახმარებით ვარდიკო ნადიბაიძე ცდილობდა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას, რომ რუსული გზავნილები გადაეცა.

თეგები: ქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved