• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების“ პოზიცია იყო გასაკვირი – რა თქვა “ოცნებამ” შეხვედრაზე? – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
01:01 03-31-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება, შეხვედრის დასრულების შემდეგ:

„როგორც ნახეთ, ხუთ საკითხიანი დოკუმენტი იყო, საიდანაც სამს დავეთანხმეთ. ეს არის მართლმსაჯულების, საარჩევნო სისტემის რეფორმა, გადანაწილება პარლამენტში, დასაზუსტებელია პოლიტპატიმრების თემა, ანუ ამნისტიის თემა. ვფიქრობ, აქ წავიწიეთ წინ და ჩემი აზრით, პატარა ტექნიკური საკითხებია დასამთავრებელი, თუ ხელისუფლების ნება იქნება.

რაც არ განგვიხილავს, უბრალოდ არ იყო ეს საკითხი ასახული ისე, როგორც პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირები იყო ჩანაწერი – შესაძლო საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები, ან პლებისციტი, ეს სკაითხი გაშლილი არ არის. ბოლოს დანიელსონმა თქვა, რომ პროგრესი არის, რადგან ხუთი საკითხიდან სამი საკითხი შეთანხმებულია. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამ თემასთან დაკავშირებით ის გააგრძელებს კონსულტაციას პრეზიოდენტ მიშელთან.

მე ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმის მედიატორს, რომ ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა და ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყნის გადატვირთვის დემოკრატიული გზა არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტის ჩატარება, სადაც ჩვენი მოქალაქეები გადაწყვეტენ, სჭირდებათ თუ არა მათ ვადამდელი არჩევნები. მე ვფიქრობ, ეს საკითხი ბოლოსკენ არის მოტოვებული, რადგან დიდი დოკუმენტია. პირველი საკითხები რადგანაც შეთანხმდა ჩვენი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, დადასტურდა, რომ ჩვენ ვეთანხმებით სამ ძირითად საკითხს, რაც რეფორმებს ეხება, მე ვფიქრობ, უახლოეს ხანში მივუბრუნდებით ვადამდელი არჩევნების თემას.

„ოცნების“ პოზიცია იყო გასაკვირი, რადგან მე ვერ გავიგე კონკრეტული პასუხი, ეთანხმებიან თუ არა დოკუმენტს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არ ეთანხმებიან და უნდათ ისრების გადმოტანა ოპოზიციისკენ. ოპოზიციამ ერთხმად დააფიქსირა სამ საკითხზე მზაობა და თანხმობა. მზად არის, რომ გააგრძელოს შემდგომი საუბრები მედიატორთან დარჩენილ საკითხთან დაკავშირებით“

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved