ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, 38% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, 18% ამბობს, რომ არაფერს აკეთებს, 13%-მა თქვა, რომ არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.
კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მესამედი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს. იგივეს ფიქრობს ოპოზიციის მხარდამჭერთა 20%:
კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.
კომენტარები