• რეკლამა
  • კონტაქტი
19:43, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების“ მიზანია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია და პრორუსულ ჭაობში ჩათრევა“ – გრიგოლ გეგელია

ალია ავტორი - ალია
14:46 08-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
182

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ევროსაბჭოს 51 დეპუტატის საგანგაშო განცხადებას საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება:

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საერთო საგანგაშო განცხადებაა, რომელიც პირველად ისტორიაში მოუწოდებს არამარტო საპარლამენტო ასამბლეას, არამედ მმართველ მინისტრთა კომიტეტს გადახედონ საქართველოს წევრობის საკითხს, რადგანაც ის „დედლაინი“, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილში მისცა „ქართული ოცნების“ რეჟიმს, გავიდა. „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს მიზანმიმართულად არაფერი არ გაუკეთებია პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ეს 51 ადამიანი აერთიანებს ოთხ სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახს და წარმოადგენს 24 სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს. შესაბამისად, მათ განცხადებას გააჩნია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა. ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაედგა ნაბიჯები და მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ მის მიზნებს და ინტერესებს წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, როგორც წერილი ამბობს, სიტუაცია დრამატულად გაუარესდა, მოხდა პოლიტიკური ლიდერების დევნა და დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე თავდასხმა. ეს არწმუნებს მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის ერთადერთი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება“, – განაცხადა მან.

ამასთან გეგელია გამოეხმაურა 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატებს, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოს ხელისუფლება 8-პუნქტიან რეკომენდაციებს 31 აგვისტომდე არ შეასრულებს, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება. მისი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ევროპულ ინტეგრაციას და აპირებს ჩვენი სახელმწიფოსგან პრორუსული ნაცრისფერი ჭაობი შექმნას.

„გადის აგვისტო და ჩვენ ვხედავთ, რომ არც ის მეორე „დედლაინი“, რომელიც ევროკავშირისგან არის მიღებული, არ შესრულებულა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს ევროპულ ინტეგრაციას, ინსტიტუტების განვითარებას, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას და აპირებს ჩვენი სახელმწიფოსგან შექმნას პრო-რუსული ნაცრისფერი ჭაობი, რომელიც იქნება კორუმპირებული, ოლიგარქიული, არადემოკრატიული, რუსული სტილის და უპერსპექტივო. ეს არის ის მომავალი, რაც მათ სურთ თქვენთვის.

(R)

თეგები: გრიგოლ გეგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved