• რეკლამა
  • კონტაქტი
02:06, პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” კლიპის სკანდალი – “მეტროს” თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ

ალია ავტორი - ალია
18:03 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
720

სარეკლამო კომპანია JWT METRO-ს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ – მიზეზი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპი გახდა.

  • ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორს, ნიკა ბოჭორიშვილს გადაწყვეტილება “მეტროს” თანამშრომლებისთვის არ შეუთანხმებია. მეტიც, JWT METRO-ის ყოფილი თანამშრომლების ცნობით, კოპმანიამ “მეტროს” დასაქმებულების ძველი ნამუშევრები შეკრიბა, დაამონტაჟა და “ქართული ოცნების” ვიდეორგოლი სწორედ ამ გზით ააწყო. 

კლიპის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა, სანდრო ჯავახიშვილმაც დატოვა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სააგენტოს თანამშრომლები ივანიშვილის ხელისუფლების სარეკლამო რგოლის გადაღებასა და დაგეგმვაში არ მონაწილეობდნენ.

სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს”- წერს ჯავახიშვილი.

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ეს უკანასკნელი სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს, რომ “ქართული ოცნების” კლიპი მან ფრილანსერებთან ერთად გადაიღო.

ნიკა ბოჭორიშვილის სტატუსის შემდეგ, კომპანიას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ.

რამდენიმე წუთის წინ,  JWT METRO-ს ოფიციალურ ფეიჯზე გამოჩნდა სტატუსი: “JWT METRO left job at JWT METRO”, თუმცა, ის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშლა.

ქართული ოცნების გვერდზე საარჩევნო ვიდეოს აღწერაში კლიპის ავტორი მითითებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ JWT METRO იმ კომპანიების ჩამონათვალში იყო, რომლებმაც 2024 წლის მაისში  რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved