• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე სააკაშვილის რეჟიმს ჩაყვა ლამის საფლავში, ახლა კი, „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვების 10 წლისთავს ულოცავდა ხალხს“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:45 10-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
505

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

– ბუღალტრები რომ  ბიუჯეტის ფულით ტოტალიზატორზე თამაშობდნენ, ამის მერე მეგონა აღარაფერი გამიკვირდებოდა. ხარაგაული  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის არასრულწლოვანი შვილები სოცდახმარებას იღებენ,   მამას 4 000 ლარი აქვს ხელფასი. ამ დროს, ქვეყანაში 100 000 ადამიანი ითხოვს სოცდახმარებას  და  ბევრს ისეთს არ აძლევენ, რომელთაც ეკუთვნით. რა ჰქვია ახლა ამას?

– ამას უნამუსო ხელისუფლების სახე ჰქვია. ცხადია, ეს ყველაზე მასშტაბური კორუფცია არ არის, მილიონებს და მილიარდებს იპარავენ ზოგიერთები,  მაგრამ ასე დაუფარავად, უსირცხვილოდ და უტიფრად, ეს როგორ უნდა გაკეთო, როცა 60 ლარიანი დახმარებას ამადლიან ხალხს, წლობით ალოდინებენ მის მისაღებად. კაცი, როდესაც ამხელა ხელფასს იღებს და 4 000 ლარი დიდი ხელფასია საქრთველოში, ასეთ რაღაცას კადრულობს და ბოდიშს კი არ იხდის, პირიქით. იმდენად კადნიერია, უსირცხვილო, ხარაგაულში ჩასულ ლევან ხაბეიშვილს თავად, მისი თანამშრომლები და თანამოაზრეები ხვდებიან, ხალხს ახვედრებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მოკლედ, ასეთ უმსგვსობას სჩადის ეს ადამიანი და არც უნდა გააპროტესტოო, ამას გვეუბნებიან. თან  ხაბეიშვილს „ნაციონალს“ ეძახდნენ და ამას დიდ დანაშაულად უთვლიდნენ, რამდენადაც ვიცი, კიკნაძე „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ხაბეიშვილზე ნაკლები „ნაციონალი“ მაშინ არ ყოფილა. მე  ასე გავიგე. გპარავენ ფულს,  პასუხს მოსთხოვ და მერე კიდევ იქით გიტევენ. საერთოდ, ეს ცუდი ტენდენცია დამკვიდრდა ჩვენში. კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს, ერთი ხელისუფლებიდან მეორე გადაიბარებს და გრძელდება ასე. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი იყო, 2012 წელს  ოპოზიციას, „ქართულ ოცნებას“ ებრძოდა, სააკაშვილის რეჟიმს ჩაყვა ლამის საფლავში, რამდენიმე დღის წინ კი, „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვების 10 წლისთავს ულოცავდა ხალხს. ამნაირ ხალხს რომ შეირგებ, ეს უკვე პირველი პირის დანაშულია, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილისა. ამნაირ ხალხს რომ გადაიყვან პარტიაში, ისევ დეპუტატად აქცევ თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დანიშნავ საკვანძო პოსტზე, მაშინ სამრთლიანობის იდეასა და დროშაზე აღარ უნდა ილაპარაკო. იდეა მოკვდა და დროშა მაშინ დაიწვა, როცა ლევან მურუსიძე საჯაროდ ჩაიხუტა ბიძინა ივანიშვილმა. მაშინ ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნაში სამართლიანობაზე  ლაპარაკსაც კი აზრი აღარ ექნებოდა. ამის მერე ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას რატომ მისცა ხალხმა ხმა ან მერე რატომ აძლევდა, რა გითხრათ, ჩემთვის მათი პოზიცია გაუგებარია.

თეგები: ანზორ ბოლქვაძელაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved