• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნების” და ოპოზიციის შეთანხმების პროექტი – რას აქვეყნებს “გირჩი”?

ალია ავტორი - ალია
20:53 01-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. „გირჩის“ პროექტი მათ ვებგვერდზე გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ შეთანხმების პროექტი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მომზადდა. პროექტი ოპოზიციის სახელით გამოქვეყნდა და მას თან დართული აქვს მოლაპარაკებების პროცესში გადაღებული ფოტო:

ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მთავარი საკითხები მეხუთე რაუნდის წინ

ქართული ოცნების და ოპოზიციის შეთანხმების პროექტი

1. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს

შესაძლებლობა: ამ საკითხზე შეთანხმება შესაძლებელია თუ სხვებზე მოვახერხეთ შეთანხმება 8 მარტის მსგავსად.

2. საარჩევნო ადმინისტრაცია (ცესკო)

ცესკო-ს თავმჯდომარის დანიშვნა ახალი წესით

საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან ყველა პარტიებიდან

გაყალბების წინააღმდეგ მიმართული ტექნოლოგიური ღონისძიებები:

3.1 უბნის პერიმეტრის და დათვლის პროცესის უწყვეტი ვიდეო გადაღება (ნებისმიერ მსურველს შეეძლოს დისტანციურად ხმების პარალელური დათვლა).

3.2 კარუსელების გამოსარიცხად:

3.2.1 ამომრჩევლის ბიომეტრული იდენტიფიკაცია

3.2.2 ბიულეტენის უბნიდან გატანის აკრძალვა

3.2.3 ხმის მიცემა ელექტრონული პირადობით და სხვა

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: თანხმდება

3. საარჩევნო სისტემა

ოპოზიცია:

ნებისმიერი შემდეგი (მ.შ. რიგგარეშე) საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით.

ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული ბუნებრივი ბარიერით.

ხელისუფლების პოზიცია:

ყოველი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, ხოლო ბარიერი განისაზღვრება 0-დან 3%-მდე.

ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო სისტემა იქნება 4:1 პროპორციით პროპორციულ და მაჟორიტარულ წევრებს შორის. საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი ბარიერი.

შემოთავაზება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონმდებლობას. 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები და 2024 წლიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-ზე დაბალი ბარიერით.

შეთანხმების შესაძლებლობა: შეთანხმებას ართულებს ის გარემოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს ოპოზიციის ერთიანი და ცალსახა პოზიცია. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი პარტიისთვის ბარიერია მისაღები, ხოლო ზოგისთვის ადგილობრივ დონეზე შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება.

4. ახალი არჩევნები

ოპოზიციის წინადადებები:

1. რიგგარეშე არჩევნები

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას

2. პლებისციტი

ოპოზიციის პოზიცია: კონსენსუსი

ხელისუფლების პოზიცია: წინააღმდეგია, არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას

3. შეთავაზებული წინადადება:

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციაზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, 2022 წელს ინიშნება ვადამდელი არჩევნები.

მთავარი კითხვა: რა არის თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში, ის კონკრეტული შედეგი რის გამოც 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

თეგები: 2020 არჩევნებიგირჩი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved