• რეკლამა
  • კონტაქტი
08:59, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნებას“ – 447,030, „ლელოს“ – 445,500, „ნაცმოძრაობას“ 170,720 ლარი- პოლიტიკური შემოწირულებები – TI

ალია ავტორი - ალია
14:55 05-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გთავზობთ სრულს ინფორმაციას:

ბიულეტენში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებული შემოწირულებები. წინა კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 10 მილიონ ლარამდე შემოწირულება მიიღო, ამჯერად შემოწირული თანხა 20-ჯერ ნაკლები იყო. თუმცა პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შპს „ცეკურის“ და „ბონდი-2009” მეწილეები, აგრეთვე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.

შემოწირულებების სტატისტიკა

2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 1,224,111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია (10,163,787₾). პარტიული შემოწირულებების 37% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო –  447,030 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 445,500 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 170,720 ლარით.

საანგარიშო პერიოდში 12,800 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომლის თამჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილია.

შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 45-ჯერ შეწირეს თანხა, 35 შემოწირულება მიიღო „ლეიბორისტურმა პარტიამ“, ხოლო 31 – პარტიამ „ხალხისთვის“. „ქართულმა ოცნებას“ სულ 23-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა მის შემომწირველებში მსხვილი დონორების წილი სხვა პარტიებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო.

„ქართული ოცნების“ შემომწირველთა მიმოხილვა

2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით „ქართულ ოცნებას“ 23-მა დონორმა ჯამში 447,030 ლარი შეწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. დონორებთან დაკავშირებულმა ოთხმა კომპანიამ ბოლო 6 თვის მანძილზე 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 700 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. დეტალურად იხილეთ ცხრილ 1-ში).

 

სერგო ხაბულიანი, პარლამენტის ყოფილი წევრია, იგი „ნაციონალური მოძრაობიდან” ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თუმცა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა „ნაციონალური მოძრაობა” და პარლამენტში საქმიანობა დამოუკიდებელ დეპუტატად განაგრძო. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 438,000 ლარი შეწირეს. შპს „ცეკურმა“ მხოლოდ მიმდინარე წლის იანვრიდან 65 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან ამ კომპანიას 280 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული.

წლებია რაც კომპანია „ბონდი-2009“ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებს, ხოლო მისი მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. ამჯერად მმართველი პარტიის ყულაბა 77,000 ლარით დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ  შეავსო, მათ სულ „ქართული ოცნებისთვის“ 237,000 ლარი აქვთ შეწირული.

გარდა სახელმწიფო შესყიდვებისა „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებული ხუთი კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში ჰქონდა სუბსიდიები მიღებული (იხ ცხრილი 2).

გარდა აგროპროგრამებისა, 2022 და 2023 წლების რთველის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „შატო მუკუზანს“ მიღებული აქვს 593,972 ლარი, ხოლო ბაკურ მიტიჩაშვილის საკუთრებაში არსებულ შპს „შატო ხვანჭკარას“ — 121,281 ლარი.

თეგები: საერთაშორისო გამჭვირვალობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved