• რეკლამა
  • კონტაქტი
14:51, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებამ” სპორტსმენების მობილიზება დაიწყო – რა შესთავაზეს რამაზ ნოზაძეს საარჩევნოდ?

ალია ავტორი - ალია
18:55 07-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

“ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო.

აქტივისტებისა და მხარდამჭერების გარდა, „ოცნებამ“ დახმარება სპორტსმენებსაც სთხოვა.

„2020NEWS“-თვის ინფორმირებული წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენებმა, კერძოდ კი მოჭიდავეებმა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერების მობილიზება უკვე დაიწყეს.

„შეკრიბეს მოჭიდავეები და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო თხოვნით და ფინანსური მხარდაჭერით, უნდა მოხდეს არჩევნებში სპორტსმენების ხმების მობილიზება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სპორტსმენებს დაავალეს, რომ უბნის ბიჭები შეკრიბონ და მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობა შესთავაზონ. არ დაუკონკრეტებიათ თანხა, მაგრამ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ.

„ქართულ ოცნებას“ ხომ ჰყავს მხარდამჭერი სპორტსმენები. მათ შორის ერთ-ერთი რამაზ ნოზაძეა, რომელმაც „ქართული ოცნების“ დანაბარები მოჭიდავეებთან მიიტანა და ბიძინა ივანიშვილის სახელით მხარდაჭერა ითხოვა“, – განუცხადა სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ.

„2020NEWS“-ს რამაზ ნოზაძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მისი დონის სპორტსმენისთვის ასეთი შეთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელია.

„ჩემთან რომ ვინმე მოვიდეს და ასეთი რამე მითხრას, ძალიან მაგრად გამოვლანძღავ. თუ სპორტსმენი ხარ და დამსახურებული კაცი ხარ, ასე ვერც უნდა მოგმართავდნენ და თუ ასეთი წინადადებით შენთან მოდიან, ე.ი. არ ხარ დამსახურებული სპორტსმენი და საქართველოსთვის არაფერი გიკეთებია. თუ ასეთ შემოთავაზებას დათანხმდი – მითუმეტეს.

თუ ვინმე მსგავს შეთავაზებებს უკეთებს ვინმეს, არ ვიცი. ჩემამდე არ მოსულან. ერთადერთი, რაც ჩემთან ხდება, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები რაღაც ღონისძიებებზე მეპატიჟებიან ხოლმე და თუ მცალია მივდივარ თუ არა და არა.

მე ხომ პოლიტიკოსი არა ვარ, არა? ღმერთს ვთხოვ, რომ არც გავხდე და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება არ მომიხდეს. პოლიტიკას აკეთებენ პოლიტიკოსები. მე კი სპორტსმენი ვარ და სპორტსმენი კაცი როგორც უნდა იყურებოდეს, ზუსტად იმ ჭრილში ვუყურებ ყველაფერს“,- ამბობს ნოზაძე.

კითხვაზე, უჭერს თუ არა „ქართულ ოცნებას“ მხარს, ნოზაძე აცხადეს, რომ ის ყველა მთავრობის მხარდამჭერია, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.

„მე ვარ ყველა მთავრობის მხარდამჭერი, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ მოდის ხელისუფლებაში. მე საქართველოს მოქალაქე ვარ და იმედიანად ვარ ყველა მთავრობის მიმართ. აი მაგალითად, უმრავლესობამ გადაწყვიტა, ხალხის დიდმა ნაწილმა აირჩია მთავრობა და მიმაჩნია, რომ რადგან ეს ასე მოხდა, ასეც უნდა იყოს. დამსახურებული ადამიანი ვარ და უფრო მეტი ადამიანი უსმენს ჩემს კომენტარს. ბევრი გულშემატკივარი მყავს და მაკვირდებიან, რას გავაკეთებ და როგორ“

2020news

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved