• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებამ” საიდუმლო შეხვედრაზე ხანში შესულებისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა და განეიტრალების სხვა გზები დაგეგმა –  უგულავა

ალია ავტორი - ალია
13:35 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375

ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ, განაცხადა:

 

“ჩვენ ახლა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი შეკრების მიზეზი ფეხბურთი არ არის. მე მინდა ფეხბურთელებს წარმატება ხვალ ვუსურვო. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის შემდეგი – 7 ოქტომბერს, საღამოს, 18:00 საათზე, ამ სტადიონის „ვიპ დარბაზის“ უკან მყოფ დარბაზში შეკრება იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული და 200-250 ძირითადად სსიპ-ების და ა(ა)იპების წარმომადგენლები ესწრებოდა. ამ შეხვედრის ორგანიზატორები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და „ქართული ოცნების“ ქუთაისის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე იყვნენ. როგორც წესი, ის ცნობილია „მოზონდერო ჯგუფების“ კოორდინატორად. შეკრებას, ასევე თბილისიდან პარტიის ცენტრალური ოფისიდან კაკულია ესწრებოდნენ და ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ იდენტიფიცირებული ოპოზიციური ამომრჩევლების და ძირითადად უფრო ხანში შესული ამომრჩევლების, რომლებიც ინერტულობით გამოირჩევიან, მათი განეიტრალება ნებისმიერი მეთოდით, შესაბამისი უბნების ავტორიტეტებით, იქნება ეს კრიმინალური თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის მიგზავნა და ყველა მეთოდით იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ. პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25 ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში ამ პირადობის მოწმობების დაბრუნება.

მინდა შევახსენო ყველა საჯარო მოხელეს და ასევე, ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მესამე პირებისგან არ გვაქვს, ჩვენ ეს ინფორმაცია უშუალოდ ამ შეკრებაში მონაწილე ადამიანისაგან გვაქვს, ჩვენ ამ ადამიანის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ შეხვედრის შესახებ სრული ინფორმაცია გადაეცა.

მე ახლა მინდა ყველა საჯარო მოხელეს ძალიან მოკლედ წავუკითხო კანონის ის მუხლი, რომელიც ვრცელდება მასზე – არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელების ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე, იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობის მუქარით ან ჯგუფურად ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთთ ვადით 2-დან 3 წლამდე. ეს არის საარჩევნოს კოდექსის 162-ე მუხლი. მეგობრებო, სულერთია რა თანამდებობაზე ხართ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანისთვის არჩევნებში ხელის შეშლას და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, ისჯება კანონით, ჯგუფურად ჩადენილი, როგორც წაგიკითხეთ 3 წლამდე ისჯება. ასე რომ, იქნება ეს გია ბასილაძე, მახარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ხალხი მოიყვანეს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანები კანონის სიმკაცრით დაისჯებიან, მაგრამ კანონით ნებისმიერი დაისჯება, ვინც პირადობის მოწმობას ადამიანს უკანონოდ ჩამორთმევას და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობას“

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved