ფოთის საკრებულოს დეპუტატი, ანიტა ჯოჯუა:
“ფოთში მარცხს შეგუებული “ქართული ოცნება” ყველაფერზე მიდის, რომ მაქსიმალურად გამოიმათხოვროს ხმები, მათ მიაკვლიეს გაყალბების ახალ მეთოდს, გადასატან ყუთზე ჩაწერეს ჯანმრთელი ადამიანები, ჩვენ გვაქვს მათი გადამოწმებული სია.
ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ხდება ამ ხალხის მოსყიდვა და იძულება, რომ ხმა მისცენ “ქართულ ოცნებას”.
კატეგორიულად ვაფრთხილებთ ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ სისხლის სამართლის დანაშაულში. ჩვენს მიერ ყველა ფაქტი დაფიქსირებულია და განსაზღვრულ ვადებში მოხდება მათზე რეაგირება.”
კომენტარები