“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მედიის მიმართ რეგულაციების დაწესებას ეხებოდა. ხაზარაძის თქმით, “ოცნება” დიდი ხანია, ფეიქნიუსებს აფინანსებს.
მამუკა ხაზარაძე:
“მმართველი პარტია წლების განმავლობაში აფინანსებს ფეიქნიუსებს, აქვს თავისი ბოტებისა და ტროლების ფაბრიკა და ამით სულდგმულობს და ქმნის პარალელურ სამყაროს ჩვენ ქვეყანაში. ეს არის კრიმინალური ქმედება. თქვენ იცით რამდენჯერ დაბლოკა და გააჩერა Facebook-მა ცრუ ყალბი ანგარიშები და გვერდები, ამას უნდა მოეღოს ბოლო, ჩვენ თუ გვინდა სიმართლეში ცხოვრება. სიმართლე არის ერთი”
კომენტარები