• რეკლამა
  • კონტაქტი
22:23, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ ცილისწამების კანონს 100-დღიან უკუძალას აძლევს – სასჯელი კანონის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე ნათქვამისთვის

ალია ავტორი - ალია
18:33 06-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,094

„ქართული ოცნება“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს 100-დღიან უკუძალას აძლევს.

როგორ დღეს, 25 ივნისს, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გაირკვა,  კანონში შესული ცვლილებები რეგულაციის  ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხება.

„როდესაც ხდება სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელება ან იმ მომენტიდან, როცა კონკრეტულ პირს შეიძლება გაეგო ეს ყველაფერი, 100 დღის ვადაში აქვს უფლება მიმართოს სარჩელით სასამართლოს ანუ ხანდაზმულობის ვადას 100 დღე წარმოადგენს. შესაბამისად, გარდამავალი დებულებით იქნება გათვალისწინებული, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, იმ განცხადებებთან მიმართებით, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო გაკეთებული, თუმცა ხანდაზმულობის ვადა არ იყო გასული, იმოქმედებს ახალი წესრიგი ამ საკითხების რეგულაციის…

მაგალითად, პირობითად, კანონი ამოქმედდა პირველ აგვისტოს და პირველ აგვისტომდე ხომ გვაქვს განცხადების გაკეთებიდან ხანდაზმულობის 100-დღიანი ვადა, 1 ივლისს გაკეთებულ განცხადებას თუ ჩათვლის ადრესატი ცილისწამების შემცველს ანუ სახელის გამტეხი ინფორმაციის შემცველს, თუკი სარჩელი აქამდე არ იქნა წარდგენილი სასამართლოში, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სარჩელი უკვე შევა ახალი რეგულაციით. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იქნება ინფორმაციის გამავრცელებელზე და არა იმაზე ვისკენაც იყო მიმართული ეს განცხადება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.

მისი კომენტარიდან გამომდინარეობს, რომ პირს ექნება უფლება მეორე პირს მოედავოს იმ განცხადებაზე, რომელიც კანონის ამოქმედებამდე (100 დღით ადრე) აქვს გაკეთებული.

მათიკაშვილმა აღნიშნული ცვლილებების წარდგენისას მადლობა გადაუხადა თეა წულუკიანს. მისი თქმით, თეა წულუკიანმა თავისი წვლილი შეიტანა ამ თემის გადაწყვეტაში.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved