• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” სანამ ქილიკს დაიწყებს, ჯერ ამ “ლეველს” მიაღწიოს, სადაც ნაცმო ერთი ნაბიჯით უსწრებს სხვებს” – გამზარდია

ალია ავტორი - ალია
14:25 01-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
333
ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
“ნაციონალურმა მოძრაობამ” კონკურენციის და რეალური შეჯიბრით აირჩია ახალი თავმჯდომარე. სხვა პარტიების უმრავლესობა და განსაკუთრებით “ქართული ოცნება” სანამ ქილიკს დაიწყებს, ჯერ ამ “ლეველს” მიაღწიოს, სადაც ნაცმო ერთი ნაბიჯით უსწრებს სხვებს.
დანარჩენში, ვინ როგორი იქნება ამა თუ იმ როლში, არავინ იცის, მათ შორის ხაბეიშვილიც, რომელიც შესაძლოა წარმატებული თავმჯდომარეც გამოდგეს, შესაძლოა წარუმატებელიც. ძალიან ბევრი დილემა და სირთულე დახვდება წინ, განსაკუთრებით ფინანსური პარტნიორების ზეგავლენისგან გასანთავისუფლებლად და პოლიტიკური გონიერებით გადაწყვეტილებების მისაღწევად. ხაბეიშვილს აქვს გარკვეული უნარები და პიროვნული თვისებებიც, რომელსაც მე მაღალ შეფასებას მივცემდი, თუმცა მას სჭირდება მნიშვნელოვანი გადარესტარტება, რომ სამოქალაქო აქტივიზმის უნარები პოლიტიკურ ქცევაში გადაზარდოს, თუ კი გაუმკლავდება პიროვნული რესურსის ამ გამოწვევას.
ნიკა მელიამ სცადა სიახლის შეტანა პარტიაში, თუმცა ამაში, ჩემი აზრით, პირველ რიგში პარტიის დამფუძნებელი დაუპირისპირდა და მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. პარტიის საკმარისი ნაწილი კი არ აღმოჩნდა მზად შეექმნა შინაარსი, რომელიც პარტიის 20 წლის წინანდელი შინაარსისგან განახლებადი და განსხვავებული იქნებოდა, ახალი პოლიტიკური ეპოქის შესაბამისი, ასეთი აღმოჩნდა პარტიის ნება. მელიას, აქვს გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივები, თუმცა ამაზეც ბევრი აქვს სამუშაო, თუ დარჩება პოლიტიკურ სივრცეში.
მთლიანობაში, “ნაციონალურ მოძრაობას” ახლა დაუდგა ბევრად რთული ეტაპი წინ, ვიდრე ალბათ პარტიას აქამდე ჰქონდა მთელი არსებობის მანძილზე, რითი სარგებლობის შესაძლებლობაც სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გაუჩნდება თვითპოზიციონირების კუთხით.
თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved