• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” რუსულ მხარესთან შეთანხმებით, უკვე მერამდენედ ხურავს საოკუპაციო ხაზს” – ბელქანია

ალია ავტორი - ალია
21:45 10-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
360

წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტოროკოსი, თამარ ბელქანია:

ჩვენ ფახულანში, საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ვიმყოფებით, აქ აფხაზეთის სიო უბერავს. აქ ერთი ხელის გაწვდენაზეა დროებით ოკუპირებული აფხაზეთი.

3 დღეა ორივე მხრიდან აქ მოძრაობა შეჩერებულია, მესამე დღეა ადამიანებს არ აქვთ უფლება გადმოვიდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან ნათესავების სანახავად, ამ პროდუქტის შესაძენად. ამას მერამდენედ აკეთებს ქართული ოცნება, როცა რუსულ მხარესთან შეთანხმებით, საოკუპაციო ხაზს ხურავს.

მხოლოდ ენგურჰესის ტრანსპორტს შეუძლია, წინასწარ შეთანხმებული სიებით გადმოიყვანოს ენგურჰესის ის თანამშრომლები, რომლებიც ხმას ქართულ ოცნებას მისცემენ.

მერამდენედ ქართულ ოცნებას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ხმის უფლების გარეშე ჰყავს დატოვებული.

მერამდენედ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს რას ფიქრობს, რა უნდა იმ ხალხს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია დარჩენილი.

ქართული ოცნების პოლიტიკა მათთან მიმართებაში თანხმობაშია სწორედ რუსულ ოკუპაციასთან და ამ პროცესში ყოველ ჯერზე ჩართულია ენგურჰესი, რომლის ხელმძღვანელიც, მებონია გახლავთ ქართული ოცნების კვოტით საკრებულოს წევრი.

ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს ტერიტორიები დროებით ოკუპირებულია, საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს ამ ტერიტორიას და აუცილებლად დაუბრუნებს ამ ხალხს ხმის უფლებას. ამ ეტაპზე მათ ეს უფლება შეჩერებული აქვთ.

ხვალინდელი არჩევნები ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევანი, როცა ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სწორედ საბჭოთა რეჟიმზე, სწორედ ოკუპაციაზე, სწორედ ტოტალიტარულ რეჟიმზე, რომელიც ქმნის ამ პოლიტიკას, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ადამიანს ართმევს ფუნდამენტურ, ხმის უფლებას.

ამიტომ, აუცილებლად მოდით არჩევნებზე, აუცილებლად მიეცით ხმა ოპოზიციას, აუცილებლად მიეცით ხმა ძლიერ საქართველოს, იმისთვის რომ ჩვენ აფხაზეთს დავუბრუნოთ ხმის უფლება და შემდგომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved