• რეკლამა
  • კონტაქტი
03:34, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” პრეზიდენტს ისევ ემიჯნება – ხელისუფლება რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმებს

ალია ავტორი - ალია
16:19 01-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის დელეგაცია საქართველოში უკვე დაპატიჟა, თუმცა როგორც ირკვევა, ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც “2020NEWS“-თან “ქართული ოცნების“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ჩამოვა თუ არა საქართველოში რუსეთის დელეგაცია, რომელსაც სავარაუდოდ,  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს, ამ საკითხს ხალისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაწყვეტს.  

გურამ მაჭარაშვილი:  „საქართველო ევროსაბჭოს ქვეყანაა. ევროსაბჭოს წესდების შესაბამისად, მინისტერიალი საქართველოში უნდა ჩატრდეს. ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ვმუშაობთ და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ.

მგონი, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსული პროპაგანდის განვითარებას ხელს შეუწყობს.

– ბატონო გურამ, საქართველოს პრეზიდენტმა  რუსეთის დელეგაცია საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას უკვე მოიწვია. ეს საკითხი ახლა უნდა შეათანხმოთ საერთაშორისო პარტნიორებთან?

– რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, მის ადმინისტრაციას ჰკითხეთ. ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ გადაწყვეტილებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ, შესაბამისად, ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება.

ამ საკითხზე სკანდალის ატეხვა არ შეიძლება. საერთოდ,“ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა როგორ აქვს ამოსაღები?! ამ პარტიამ 2008 წელს ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ომი დაიწყო.

– სერგეი ლავროვი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი არაერთხელ დარღვია, საქართველოში უნდა შემოვიდეს?

– მგონი, გასაგებად აღვნიშნე. მხოლოდ ლავროვის კი არა, პარტნიორებთან ერთად ყველა საკითხი იქნება განხილული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ქვეყნის ინეტერსებიდან გამომდინარე, არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება დასავლელ პარტნიორებთან ერთად?!

– რა თქმა უნდა. ამიტომ გეკითხებით, დაუჭერთ თუ არა მხარს საქართველოში ლავროვის ჩამოსვლას-თქო.

– ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დგას, ეს არის ჩვენი ხაზი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიიღებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved