• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, კვირა, 4 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება ისევ ცდილობს ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს” – მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:09 05-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
176
პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“მთავარი კითხვა რაც უნდა დავსვათ – ამ გადაწყვეტილებით ადგება თუ არა ზიანი სახელმწიფოს (მიუხედავად იმისა, ჩაიდინა თუ არა ნიკა გვარამიამ დანაშაული) დღეს და ახლა, როდესაც საქართველოს ევროპული მომავლის ბედი წყდება? პასუხი არის – დიახ!
და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებოდა მსჯავრდებულის სკამზე – ნიკა გვარამია თუ რომელიმე სხვა მედიასაშუალების მფლობელი?
ზიანი ადგება სახელმწიფოს შემდეგ მიზეზთა გამო:
ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი აქვს შეტანილი და კანდიდატის სტატუსს ელოდება. ევროკავშირის კითხვარის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, მედია თავისუფლებას და პლურალიზმს ეხება. ევროკავშირი პირდაპირ გვეკითხება არსებობს თუ არა ქვეყანაში სამართლებრივი დავა ან გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად?
და სწორედ იმ დროს, როცა ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი წყდება, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მედიასაშუალების მფლობელს თავისუფლების აღკვეთას უსჯიან ფინანსურ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად სამ სხვა ალტერნატივას – ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას – ითვალისწინებს. და ეს მაშინ, როცა ოცნებას ასეთ დანაშაულებზე მრავლად აქვს გამოყენებული არასაპატიმრო სასჯელი.
სრულიად შესაძლებელი იყო სასამართლოს საბოლოო სასჯელის სახით 220-ე მუხლის ორივე ეპიზოდზე (რაშიც გვარამია დამნაშავედ სცნო) გამოეყენებინა ჯარიმა, ზუსტად ისე, როგორც 220-ე მუხლის ერთ ეპიზოდზე გამოიყენა და ზუსტად ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში ხდება.
ბუნებრივია, ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიმართ ოცნებამ ნდობა ბოლომდე დაასუსტა, ჩნდება სერიოზული კითხვები განაჩენის სამართლიანობასთან და კანონიერებესთან დაკავშირებით. პრობლემა ისაა, რომ ასეთი კითხვები უკვე იმ საქმეებზეც ჩნდება, სადაც უამრავი მტკიცებულებაა და ეს მდგომარეობა სრულიად ოცნების პასუხისმგებლობაა.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ოცნება ისევ ცდილობს ერთი კაცის ახირებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლოს.”
თეგები: ნათია მეზვრიშვილინიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ახალი ამბები

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

16:20 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved