• რეკლამა
  • კონტაქტი
04:24, ოთხშაბათი, 22 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება“ გაცილებით უფრო საშიშია…” – საგარეო კურსის ცვლილების 2 მიზეზი ივანიშვილისთვის

ალია ავტორი - ალია
21:08 05-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,805

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ინტერპრესნიუსთან, ამბობს:

“ქართულმა ოცნებამ“ ბოლო რამდენიმე წელიწადში ნამდვილად მოახერხა მოქალაქეებისათვის მყუდროებისა და სიმშვიდის დარღვევა.

დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით, ბუნდოვანი მომავლით. ხელისუფლების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების დილა დაძაბულობით იწყება, არავინ იცის დღის განმავლობაში რა ტიპის უსიამოვნება გველის. საზოგადოება გახლეჩილია, ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით კონფლიქტებს, ხანდახან ელემენტარული კომუნიკაციაც კი გართულებულია მოქალაქეებს შორის. ცხადია, ასეთი მოშხამული გარემოს ჩამოყალიბებაზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ივანიშვილს, კობახიძესა და სახელისუფლებო ელიტას ეკისრებათ.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებითაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. საქართველოს არავინ ენდობა. ქვეყნის გაცხადებული საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა. ვამბობთ, რომ დასავლეთთან ურთიერთობა ჩვენი საკონსტიტუციო პრიორიტეტია, სინამდვილეში კი ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იდეას.

ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მტერია, მაგრამ მთავრობის რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა კრემლის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებებს. ერთი სიტყვით, საქართველო არც ერთი საერთაშორისო აქტორისთვის სერიოზული და ანგარიშგასაწევი პარტნიორი არ არის.

საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით მყარი პოზიციები აქვთ სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს. სომხეთი ღია კარტებით თამაშობს, ყველა ძალამ ზუსტად იცის, თუ რა სურს ფაშინიანის მთავრობას, რას ესწრაფვის პრემიერ-მინისტრი. არცერთი მისი პოზიცია ბუნდოვანი, გაუგებარი არ არის, სომხეთის ლიდერი არ ორჭოფობს.

აზერბაიჯანი კი თავისი ეკონომიკური სიძლიერითა და წიაღისეულის ფაქტორის გათვალისწინებით ყველა მხარისთვის სასურველი მეგობარია, უკრაინაც და რუსეთიც, აშშ-ც და ჩინეთიც ცდილობენ, რომ სტაბილური კავშირები დაამყარონ ბაქოსთან.

ხელისუფლება შეეცადა საპროტესტო აქციების მუხტის ჩახშობა, შედეგი ასე გამოიყურება – 50 ახალგაზრდაზე მეტი დაკავებულია პოლიტიკური აქტიურობის გამო, 5 ათასიანი ჯარიმები აქვთ გამოწერილი საპროტესტო აქციებში მონაწილეებს. რამდენიმე დღე დაწყებულია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მიუსვლელობის გამო სასამართლო გადაწყვეტილებით პოლიტიკოსთა დაკავება.

ფაქტია, რომ რასაც არ უნდა ამბობდეს სახელისუფლებო პროპაგანდა, ხელისუფლებას პრობლემები აქვს როგორც აშშ-თან, ისე ბრიუსელთან და ევროკავშირის სტრუქტურებთან. აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი „მეგობარი აქტი“, რომლის გამო უკიდურესად გაუარესებულია აშშ-თან ურთიერთობა.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ისეთი რთული ურთიერთობები ევროპელ და ამერიკელებთან არასდროს ჰქონია როგორც ახლა. ფაქტია, რომ ქვეყანას საგარეო პოლიტიკაში იზოლაციის პრობლემა აშკარად აქვს. ამის ფონზე ხელისუფლება ამბობს, რომ „მზადაა აშშ-თან დაიწყოს გადატვირთვის პოლიტიკის გატარება და ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ .

წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით სიცხადესა და პრიორიტეტულობაში არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ეჭვი არავის ეპარებოდა.

ახლა კი ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს ხელისუფლებას პრორუსულ ხელისუფლებად მოიხსენიებენ. მეტიც, ბევრი ღიად ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“ ქვეყნის საგარეო კურსი აქვს შეცვლილი.

საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ორი მიზეზი აქვს. ბატონი ივანიშვილი გლობალურ პოლიტიკაში ვერ ერკვევა. მისი აზრით, დასავლური სახელმწიფოების მზე უკვე საბოლოოდ ჩაესვენა. მილიარდერი ფიქრობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები მოახერხებენ. ოლიგარქის რწმენით, საქართველოს მხოლოდ რუსეთისთვის, ირანისთვის, თურქეთისა და ჩინეთისთვის მოუწევს ანგარიშის გაწევა, დანარჩენები – აშშ, ევროპა, დემოკრატიული თანამეგობრობა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

აქედან გამომდინარე, იგი ცდილობს საერთო ენის გამონახვას ავტორიტარული ქვეყნების კლუბთან, ცდილობს შექმნას იმგვარი სახელმწიფო, რომელიც ამ ერთობას გამოადგება, რათა უფრო დაცულად იგრძნოს თავი და საფრთხე არ შეექმნას მის პირად გავლენებს.

მეორე მიზეზი ძალაუფლებას უკავშირდება. დემოკრატიული წეს-წყობილება, დასავლეთის რეკომენდაციები საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას. ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის, საბიუჯეტო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, მოსყიდვის გარეშე „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.

ევროპული ტიპის კანონმდებლობა, საარჩევნო კოდექსი, საარჩევნო ადმინისტრაცია შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მმართველი გუნდისთვის.

თუ დასავლეთს ჩამოვცილდებით, არანაირი სტანდარტების დაკმაყოფილება, დემოკრატიული წესების დაცვა მათ არ მოუწევთ, მშვიდად შეინარჩუნებენ ხელისუფლებას და უსასრულოდ გაიხანგრძლივებენ ძალაუფლებას.

ერთი სიტყვით, დასავლეთთან კავშირი ზედმეტი თავის ტკივილია იმ პარტიისთვის, რომელიც 12 წელია მართავს ქვეყანას და კიდევ 12 წელი სურს სისტემის სათავეში ყოფნა.

პოლიტიკის მეცნიერებაში არსებობს ძალიან ცოტა დაუწერელი კანონი. ერთი ცნობილი მკვლევარი ამბობდა, რომ დემოკრატია უპირველეს ყოვლისა ნიშნავს გადარჩევის უფლებას.

ჩვენ გვაქვს უფლება გადავირჩიოთ ხელისუფლება და მთავრობათა პერიოდული მონაცვლეობით, გადარჩევით ვეძიოთ ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური მმართველობა. „ქართული ოცნება“ მთავარ დემოკრატიულ უფლებას, ხელისუფლების გადარჩევის უფლებას გვართმევს.

ივანიშვილს ჰგონია, რომ ის მარადიულია, მისი ძალაუფლება მარადიულად უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულ პოლიტიკაში, იდეების სამყაროს არ ვგულისხმობ, მარადიული არაფერია, ყველა სისტემა ძველდება, მონაცვლეობის პრინციპის დაცვა გარდაუვალია. როდესაც პარტია ამ ელემენტარული წესების წინააღმდეგ მიდის, მას მშვიდობიანი მეთოდებით ფონს გასვლა აღარ შეუძლია, ამიტომაც ემსგავსება „ქართული ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ღია და აშკარა ბოროტება გახლდათ, მოქნეული ნაჯახის ეფექტით ძალადობდა ყველაზე, ვინც მისი ჩანაცვლების მოთხოვნით გამოდიოდა. ძალადობის „ნაციონალური“ პრაქტიკა უფრო ბრუტალური და არაგონივრული იყო.

„ქართული ოცნება“ გაცილებით უფრო საშიშია, რადგან მისი ძალადობრივი ვერტიკალი შენიღბულია პროპაგანდის უბინძურესი ქსელით, ინტრიგებით, მაღალი რანგის დემაგოგიით. ივანიშვილის გუნდმა ისწავლა სააკაშვილის მაგალითზე. მათ იციან, რომ ადამიანთა დასამცირებლად და დასამორჩილებლად აუცილებელი არ არის სისასტიკის მუდმივი დემონსტრირება. ისინი ბრწყინვალედ ფლობენ გაჭიანურების ტექნიკებს, მახვილის მნიშვნელოვანი თემებიდან უმნიშვნელო საკითხებზე გადატანის უნარებს.

ჩემი აზრით, მთავარი რაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ აერთიანებთ ეს მორალის პარტიული გაგებაა, ამის შესახებ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ სატელევიზიო გამოსვლაში ისაუბრა მწერალმა ნაირა გელაშვილმა.

ივანიშვილისა და სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის უნივერსალური ჰუმანური ღირებულებები არ არსებობს. ყველა ნორმალური ადამიანი ხომ თანხმდება, რომ დაკავებული პირის, თუნდაც დამნაშავის ცემა, დასისხლიანება, დამცირება, შეურაცხყოფა, სახეში შეფურთხება დაუშვებელია? ასეთ დროს, წესით და რიგით, პარტიულ კუთვნილებასა და გემოვნებას ხომ არ უნდა აქცევდნენ ყურადღებას?

სამწუხაროდ, ივანიშვილისა და სააკაშვილის მიმდევართა ლოგიკა ამგვარი არ არის. ისინი ჰუმანიზმის პრინციპებს მეტოქეებზე არ ავრცელებენ და თუ პარტიულ მიზნებს დასჭირდება, ნებისმიერ მორალურ კომპრომისზე არიან წამსვლელი. აპროტესტებენ ახალგაზრდები ჩვენს მოქმედებებს?! მაშინ მათი ფეხქვეშ გათელვა და სახის ძვლების წიხლებით ჩალეწვაც კი გამართლებულია.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved