• რეკლამა
  • კონტაქტი
04:11, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” ასრულებდა მიშელის შეთანხმებას, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები…” – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
17:10 07-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე:

“საზოგადოება მიეჩვია “ნაციონალური მოძრაობის” გზავნილების სწორად გაგებას – რასაც ამბობენ, ყველაფერი უკუღმაა.

“ნაცების” დღევანდელი ‘მესიჯბოქსი’ – “ქართულ ოცნებას” შეეშინდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების, რადგან რეიტინგი აქვს დაბალი, არჩევნები გაუქმდა, ისევ გაყალბდება, გაფორმდა დიქტატურა და ა.შ.

რეალობა:

“ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებდა შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს. მათ შორის, საპატიმროებიდან გამოუშვეს სააკაშვილის პარტიის კრიმინალები, აღსრულდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაწერილი ყველა პუნქტი, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განხორციელდა ყველა შეთანხმებული საკანონმდებლო ცვლილება.

მმართველი გუნდი მზად იყო და ახლაც მზადაა კონსტრუქციულ ოპოზიციას შეთავაზოს რიგი საპარლამენტო თანამდებობები და ამ საკითხზე კონსულტაციებისთვის კარი ღიაა.

ამის მიუხედავად, ნაცოპოზიციამ არ მოაწერა ხელი ევროპული საბჭოს დოკუმენტს, არც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პირობების შესრულება იკადრა. მეტიც, სააკაშვილის ადეპტები კიდევ უფრო მეტად ცდილობენ დესტრუქციის გაღრმავებას. და შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩაწერილი ე.წ. 43%-იანი ჩამკეტი ნაცოპოზიციამ რადიკალიზაციის და საბოტაჟის საყრდენად აქცია.

რა გამოდის?

მმართველი პარტია ევროპული შეთანხმების ყველა პუნქტს ცალმხრივად ასრულებს, რადიკალურ ოპოზიციას კი პროცესები კვლავ ესკალაციისკენ მიყავს.

ლოგიკურია, რომ “ქართული ოცნება” ამ შეთანხმებიდან გამოდის.

რასაკვირველია, გაგრძელდება რეფორმები სასამართლოს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართულებით. კონსტრუქციულ ოპოზიციას თუ სურს საპარლამენტო თანამდებობების განაწილება, ამაზე კონსულტაციების გაგრძელება ძალაში რჩება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება “ქართული ოცნების” კეთილი ნება და არა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს. 43%-იანი “ჩამკეტის” საკითხი ხელოვნურად იყო დაკავშირებული. მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს და არჩევნების ბედი 43%-ზე არ იქნება მიბმული. ყველა დარწმუნდება, რომ “ქართული ოცნება” 43%-საც აიღებს და 53%-საც. და თუ დღის წესრიგში დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე და არა რაიმე ხელოვნურად გამოგონილი მიზეზით.”

თეგები: გია აბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved