ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ეკონომისტი, მალხაზ ფერაძე:
აშშს სახ. დეპარტამენტი, ასე ადვილად, ვიღაცის კაპრიზების გამო, არავის უკრძალავს ქვეყანაში შესვლას. არსებობს გაწერილი პროცედურები, ხდება ინფორმაციის მოძიება, დასასანქცირებელ პირებზე ამაში ერთვება როგორც სახ. დეპის სპეციალური სამსახური ასევე აშშს დი-ეიჩ-ესის, იგივე შიდიდა უსაფრთხოების უწყება, დგინდება ფაქტები და სათანადო პირები ფაქტების კრებულით იძლევიან რეკომენდაციას ინდივიდის სანქცირებაზე. ანუ სახ. დეპარტამენტი მზად ყოფნაშია, სანქცირებული ინდივიდების მიერ სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, ფაქტებით დაადასტუროს საკუთარი გადაწყვეტილება!
რასთან გვაქვს საქმე ქართველი მოსამართლეების შემთხვევაში:
1. ოთხივე მათგანი ახლო ურთიერთობაში იყო ყოფილ იუსტიციის მინისტრ, დღეს კი ძებნილ ზურაბ ადეიშვილთან, ოთხივე მათგანი გავლენას ახდენდა ძირეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე და ოთხივე მათგანის შესახებ კომპრომატებს ფლობს პირველ რიგში ზურაბ ადეიშვილი!
ვიცითც რა, რომ ადეიშვილი უკრაინაში იკავებს პროკურორის მრჩევლის თანამდებობას, ასევე უწევს კონსულტაციას უკრაინის იუსტიციის საბჭოს და ახლო მეგობრულ ურთიერთობებშია უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან არახამიასთან, ხოლო არახამიას კი პირდაპირი კონტაქტი გააჩნი აშშს სახ. მდივნის მოდგილე ვიქტორია ნულანდთან, ადვილი შესაძლებელია ზ. ადეიშვილს მიეწოდებინა კომპრომატები დასანქცირებულ ინდივიდებზე სახ. დეპარტამენტისთვის, რამაც მოგვცა დღევანდელი რეალობა!
აი ეს ხდება და კიდევ მოხდება თუ ხელისიფლება არ გაწმენდს საკუთარ რიგებს, კორუმპირებყლი, დისკრედიტირებული და ხშირ შემთხვევაში კრიმინალური მენტალობის მქონე ყოფილი ნაც. ჩინოვნიკებისგან!
აღარ დაიღალეთ თქვენი უვარგისი საკადრო პოლიტიკის შედეგად გაფუჭებული საქმეების და საერთაშორისო ურთიერთობების სხვაზე გადაბრალებით?! როდემდე უნდა ისხათ თავს ლაფი და ატყუოთ მოსახლეობას?
პ.ს. შეეშვით აშშს მთავრობის დემონიზაციას! აშშ რომ არა დღეს თბილისი ომის ცეცხლში იქნებოდა და კაციშვილი არ იქნებოდით ქვეყნის დამცველი!
იმუშავეთ სახ. დეპარტამენტთან! და თუ ვინმე თვლის რომ ზემოთ ხსენებული მოსამართლეები უსამართლოდ მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, კეთილი ინებონ და გაასაჩივრონ
კომენტარები