• რეკლამა
  • კონტაქტი
20:21, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოთარ ფარცხალაძეს ვერ შეუზღუდავ ვერანაირად გადაადგილებას… ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება” – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:20 10-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:

“სხდომის დროსაც გვითხრა ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მუხლიც დაასახელა. მათ შორის, ისაუბრა იმაზე, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, ეს ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია – ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე და მოქმედებს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში.

სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, ამიტომაც, ჩვენმა სახელმწიფომ მიმართა აშშ-ს, 3 სხვადასხვა უწყებას მიმართა ჩვენმა სახელმწიფომ. პროკურატურამ მიმართა იუსტიციის დეპარტამენტს, ცალკე მიმართვა იყო სხვა უწყებების, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მიმართვები იყო აშშ-ის შესაბამის ინსტიტუტებთან. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით. როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მათ შორის, საჯაროდაც, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს და იქით იკითხეს რაიმე ინფორმაცია ხომ არა აქვს შემთხვევით საქართველოს.

აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ერთი. მეორე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ვგულისხმობ, მოსამართლეებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც კი არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი…

რა თქმა უნდა, როდესაც ბრალი არაა აქვს წაყენებული ადამიანს [ფარცხალაძეს], მას ვერ შეუზღუდავ ვერანაირად გადაადგილებას”.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა, რასაც პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. თავდაპირველად სებ-ი სამმა ვიცეპრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვა. მოგვიანებით, ეროვნული ბანკიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი წავიდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved