გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
“- მამა, ფეხბურთზე შემიყვანე, რა…
– რად გინდა შვილო Სადმე შეყვანა, ნაპოლის გაჩემპიონების ფიტოები ათვალიერე.
– მამა, ხატვაზე შემიყვანე რა…
– Რად გინდა შვილო ხატვა, შემდეგში შენც წაგიყვან კულტურის მინისტრთან და სურათს გადაგიღებ, ნახატების ფონზე…
-Მამა, მუსიკაზე შემიყვანე, რა…
– რად გინდა, შვილო, მუსიკა, ირაკლი ძიამ 70 მილიონი გადაიხადა მუსიკოსებში და შეიძლება ტელევიზორშიც აჩვენონ, უფასოდ…
– Მამა, ხვალ ექსკურსიაზე მივიდარ, თუ ვერა?
– რა გინდა ტყე-ღრეში, შვილო, ახალი რუსი მეზობლები რომ გვყავს, სთხოვე და დაგათვალიერებინებენ მთელ საქართველოს, ტელეფონში…
-კარგი, მამა…
საკუთარი დიპლომატიით Კმაყოფილმა მამამ 70 წლის დედას გასძახა – დე, ,,უცნიბის” აქციაზე მივდივარ, შენი საპენსიო ბარათი მე მიმაქვს და რამე ამოიტანე რა ნისიაზე…
– Კარგი დე, არ ვიცი თუა კიდე ბარათზე, უბანმა, მამა შალვას ,,გელენვაგენის” ფული ავუგროვეთ და მაგისთვის მოვხსენი.
ახალგაზრდა კაცი, უბედნიერესი მიაბიჯებდა ,,გუჩის” ნაგვის ბუნკერის გასწვრივ – ნაპოლმა მოიგო, პრემიერი ოჯახის სიწმინდეს იცავს, ეკლესია მდიდარი და ძლიერია, ქუჩაში რომ ვიღაც ჩაცხრილეს მის გვერდით, არ ეცნო სახეზე… მხოლოდ პატარა სევდა უღრღნიდა გულს – ოსასუნას რომ არ გაესხა, ბალანსს შეივსებდა, ბუზალაძეს დაუმესიჯებდა და ეგებ მოეგო…”
კომენტარები