ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიცენტრი გახდა, ორთვიანი კარანტინის შემდეგ მეტრო ამუშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეპიდაფეთქების გამო უხანში 23 იანვრიდან კარანტინი იყო გამოცხადებული, შეიზღუდა სხვა ქალაქებთან გადაადგილება, ადგილობრივებს კი ქალაქის დატოვება აეკრძალა. დროებით იყო შეჩერებული მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც.
ბოლო ორი თვის განმავლობაში მეტროს პირველმა მატარებელმა დეპო ადგილობრივი დროით 05:25 საათზე დატოვა. ამჟამად აღდგენილია 184 სადგურის მუშაობა, სადაც თერმოსკრინინგის 200-მდე აპარატია განთავსებული. აკრძალულია ერთმანეთის გვერდით ჯდომა, რასაც თითოეულ მატარებელში მყოფი სპეციალური პირი გააკონტროლებს.
კომენტარები