“ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და ამბობს:
“ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად უნდოდა ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულიყო, როგორც ჩანს, საკუთარ პარტიაში ჩანიშნა.
ძალიან დრამატული საყურებელია, რაც ხდება და ერთია მნიშვნელოვანი, რომ გუშინ გაიხსნა ტრანსნაციონალური დანაშაული, რომლის კვალი, სავარაუდოდ, კეზერაშვილამდე მიდის და ახლა ტარდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვადამდელი არჩევნები, რომლის კვალი ასევე, კეზერაშვილამდე მიდის.”
კომენტარები