ჟურნალისტი, ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვანი თამარ ჩიხლაძე კორონავირუსით დაინფიცირდა.
“თითქმის ორი წელი ვემალე, ვერც აქციებზე მომწვდა, ვერც ტელევიზიის სტუდიაში, 9 თვე თინაც დავუმალე და გუშინ მაინც მომაგნო. მთავარია ორჯერ აცრა დავასწარი და მშვიდად ვარ. ბავშვებს არ გადადებიათ დარწმუნებული ვარ, სწორედ აცრის დამსახურებით. ჯერ უკლასტერო კოვიდდადებითი ვარ.
სხვა რა გზაა, გამოვიკეტე ოთახში და მხოლოდ ამ ცომის ნახვის უფლება მაქვს, რომელიც ორმაგ პირბადეში რომ მხედავს, სიცილით იგუდება” – წერს თამარ ჩიხლაძე.
კომენტარები