• რეკლამა
  • კონტაქტი
18:48, კვირა, 15 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორი ამბის გამო ძულს ოცნებას ჯარი და ჯარისკაცი” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
15:36 04-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,693

საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე:

“უბრალო კაცი იყო და დიდი საქმე შეძლო ანწუხელიძემ

პატარა კაცია ივანიშვილი, დიდი ქონებით, მაგრამ ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს.

ორი ამბის გამო ძულს ოცნებას ჯარი და ჯარისკაცი.

ერთი მიზეზი ადამიანურია.
ჯაბანს ვაჟკაცის შურს, ლაჩარს სხვისი მეომრობა საკუთარ თავისადმი პატივისცემას აკარგვინებს და უსუსურობის განცდას ზიზღით იამებს.
ოცნება რაც არის იმას ამბობს, მშვიდობა კი არ უნდა, ომის ეშინია❗️

თუ მეომარი არ ხარ, მშვიდობა მონობაა❗️
ოცნების მშვიდობის პროპაგანდა თავისი არსით მონობის პროპაგანდაა,
ჯაყოს წინაშე თეიმურაზის უნიფხვობა, უსუსურობა, დაკარგული კაცობა. კაცობადაკარგული ოცნებაც წულუკიანის “იუბკას” ამოეფარა და გესლს ანთხევს ანწუხელიძის და სხვა ცოცხალი ჯარისკაცების მეომრული სულის მიმართ.

მათი საქციელი უნდა დაამცროს, რომ თავისი უსუსური არსებობა ცოტა მაინც გაამართლონ.

უსენის დრო გვიდგას, დიდ ვაჭრებისა და პატარა ჩარჩების.
ეს ტკივათ განსაკუთრებით:

“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

მეორე მიზეზი კიდე უფრო ბანალურია.

ქართული ჯარი სამხედრო განათლებით ამერიკულია, საბრძოლო გამოცდილებაც ამერიკული აქვს და მეგობრობაში გადასულია ქართველი და ამერიკელი სამხედროების პარტნიორობა. ჩრდილოელ ბომჟებს კი ყველაფერი ამერიკულის ეშინიათ და შურთ, რაც კი პატრონს ძულს, ქართველ მონასაც უნდა ძულდეს.
ამიტომაც ძულს მონა ბიძინას და მონა თეას ქართული ამერიკული ჯარი.

ამიტომ ვერ უსვენებენ ანწუხელიძის სიდიადეს.

უბრალო კაცი იყო და დიდი საქმე შეძლო ანწუხელიძემ, პატარა კაცია ივანიშვილი, დიდი ქონებით, მაგრამ ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს.

სანამ შოთას რაინდობა არ დაბრუნდება და უსენიზმს შევეგუებით, მანამდე ანწუხელიძე და სხვა ჯარისკაცები მუდამ იქნებიან ოცნების შეურაცხყოფის ობიექტები.

❗️❗️❗️
ოცნებაზე ნუ ბრაზობთ, საკუთარ თავს გაუბრაზდით, ოცნება ჯერ კიდე აქ რომ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved