უკრაინის სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, დღეიდან კიევში ორი დღით კომენდანტის საათი ამოქმედდება.
დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო აფრთხილებს.
“კიეველებო, მოემზადეთ, კომენდანტის საათი დაიწყება დღეს, 22 საათზე და 17 მარტს 07:00 საათზე დასრულდება. იქამდე კი იკრძალება ქალაქში გადაადგილება სპეციალური საშვის გარეშე. განგაშის ხმის გაგონების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ გარეთ მხოლოდ თავშესაფარში მისასვლელად გავიდნენ.”
კომენტარები