• რეკლამა
  • კონტაქტი
00:58, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციონერო ლიდერებო, დროა აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც და რისკიც” – ნიკო მანაგაძე

ალია ავტორი - ალია
18:53 11-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
488

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე:

რას დავემსგავსეთ, ასე ყველაფრის შემფასებლებად როგორ ვიქეცით.
ამ კაცმა (ივანიშვილმა) იმდენად ფსკერს დაბლა ჩააგდო თამასა, რო სერიოზულ რაღაცებზეც კი ვეღარ ვბრაზდებით.
გავბრაზდეთ კი არა, უნდა გადავაყლაპოთ ეს თავისი თოჯინები და სულ წიხლებით გავტენოთ ამ ქვეყნიდან.
არანაირი პრეზიდენტი. არანაირი პარლამენტი. არანაირი მთავრობა. არალეგიტიმური რეჟიმი უნდა დაემხოს!
14 დეკემბერს, როცა ამ სიგიჟის გაფორმებას ეცდებიან, ყველა ღირსეული და თავმოყვარე მოქალაქე უნდა გამოვიდეს პარლამენტთან და ფიზიკურად ჩაშალოს ეს მასკარადი, რომლითაც განზრახულია ქართული სახელმწიფოს, მისი ინსტიტუციების საბოლოოდ მოკვდინება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ უნდა დათმოს ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია და სანამ მიტაცებული ძალაუფლება არ დაუბრუნდება ხალხს, სანამ თვითგამოცხადებული არალეგიტიმური რეჟიმი უკან არ დაიხევს და ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, რომლის შედეგადაც ქართველი ხალხის რეალური ნების შედეგად არჩეული პარლამენტი აირჩევს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, არ უნდა გამოვიდეს ორბელიანების სასახლიდან.
ოპოზიციონერო ლიდერებო, დროა გამოიყენოთ ნდობის ის მანდატი, რაც მოგანიჭათ არჩევნების შედეგად ხალხმა და აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც და რისკიც, გაუძღვეთ ამ ხალხს, რომელიც ელოდება თქვენგან ადეკვატური სტრატეგიის შემუშავებას და მისი იმპლემენტირებისთვის ბრძოლის ველზე მოხმობას.
ახალგაზრდები სად არიანო, კითხვა რომ გიჩნდებათ, დაანახეთ საკუთარი ფიზიკური როლი ამ ბრძოლაში და ყველა მოვა. არაპროპორციულ ძალას გამოიყენებენ? – მეორე დღეს ორჯერ და სამჯერ მეტი გამოვა. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ ბრძოლა და ამ რეჟიმის რყევა, საინტერესოა..
მეც მომწყინდა ამდენი მოწოდებები, მაგრამ ვცდილობ იმ იმედით, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენ გამოფხიზლებას შევძლებ.
ბრძოლას და პერსონალური გამბედაობის მაგალითს რომ აჩვენებთ ქუჩაში, მერე გამოხატეთ პრეტენზია იმ ხალხის მიმართ, რომელიც არ გამოვა და გვერდში არ დაგიდგებათ.
წადით რეგიონებში ეს 2 კვირა, ესაუბრეთ და მოაბილიზეთ საკუთარი აქტივი და ჩაუდექით კოლონას (რეალურს და არა ფეიკს) პირადად სათავეში.
არავინ ჩვენ მაგივრად არ იმოქმედებს დასავლეთიდან, თუ ქვეყნის შიგნით ხალხის ბრძოლა არ ნახეს. უნდა შევეგუოთ ამას.
ვიყოთ ადეკვატურები და ვიმოქმედოთ ადეკვატურად. არავინ გააკეთებს ჩვენ გასაკეთებელს. მხოლოდ დახმარების იმედი შეიძლება გვქონდეს (ბრძოლის პარალელურად) და არა ჩვენ მაგივრად გაკეთების.
ღადაობაც მოსულა, ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში ადეკვატურ ბრაზში და რელევანტურ ნაბიჯებში უნდა გადავზარდოთ, გადავთარგმნოთ, გადავატრანსფორმიროთ ეს ჩვენი რეაქციები.
აგერაა 14 დეკემბერი და ივანიშვილის სათამაშოს უკანონოდ ასარჩევად არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ჩასატარებელი ე.წ. “არჩევნები” (რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის შენობაში გაიმართება).
დავორგანიზდეთ, გამოვიდეთ და ძმრად ვადინოთ ყველაფერი ერთად.
მოვრჩეთ ქარაგმებით საუბარს.
ერთ დღეში რეჟიმს ვერ ჩამოშლი, მაგრამ უნდა დაიწყო პროცესი და მიყვე მის განვითარებას.
გამოვიდეთ ოფისებიდან, საკონფერენციო დარბაზებიდან. დავანებოთ უხეირო დისკუსიებს თავი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved