• რეკლამა
  • კონტაქტი
12:55, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოპოზიციის ალიანსი“ – 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-სთან და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის – ეს არ არის პარტიული დღე, ეს დღე შექმნა ხალხმა

ალია ავტორი - ალია
12:23 11-27-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

ხვალ, 28 ნოემბერს, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება სამშობლოს ღალატი, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას „ოპოზიციის ალიანსის” განცხადება გააცნო.

როგორც მან თავად აღნიშნა, ხვალინდელი დღე არ არის კონკრეტული პარტიის ან ადამიანის კუთვნილება, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელმაც 2 წლის წინ ამ დღეს „გმირული წინააღმდეგობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ევროპული მომავალი დაიცვა”.

„2024 წლის 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს უღალატა, მისი ეროვნულ ინტერესები ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და საქართველოს ევროპული მომავალი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამ თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატის დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა გმირული წინააღმდეგობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ევროპული მომავალი დაიცვა. ამ ქვეყანას ევროპულ მომავალსა და სახელმწიფოებრიობას თუ რამე უნარჩუნებს, ეს არის სწორედ ქართველი ხალხის გმირული უპრეცედენტო წინააღმდეგობა. ამ ხალხმა სისტემური წამება, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკური პატიმრობა და ყველანაირი ჯოჯოხეთი გადაიტანა, რაც ივანიშვილის რეჟიმს შეეძლო ქართველი ხალხისთვის დაეპირისპირებინა, მაგრამ ხალხი დგას ფეხზე, წინააღმდეგობასა და ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა აუცილებლად საქართველოში ივანიშვილის, რუსეთის მარცხით და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

ხვალ, 28 ნოემბერს, ამ დღიდან 2 წლის თავზე, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის. დღეს, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დასკვნით ეტაპზეა, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება სამშობლოს ღალატი, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს ეკუთვნის, არამედ ქართველ ხალხს. საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის გარანტი ქართველი ხალხია. ჩვენ არა თუ უკან დახევას არ ვაპირებთ, არამედ ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება, ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდება, სანამ საქართველოს მოქალაქეების სიმშვიდე, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ იქნება უზრუნველყოფილი და ეს ქვეყანა არ გავა სამშვიდობოს. ასე რომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ეს არ არის პარტიული დღე, რომელიც რომელიმე ორგანიზაციას და ერთ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის, შექმნა ქართველმა ხალხმა და ეს კამპანია, რომელიც ხვალინდელი აქციის გარშემოა, რომელშიც ბევრი სხვადასხვა ადამიანია ჩართული, ამას ადასტურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ საღამოს 7 საათზე შევიკრიბოთ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც თავისუფლების მოედნის მიმართულებით მარში გაიმართება”, – განაცხადა ლემონჯავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved