• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციას საყვედურობენ, რატომ ვერ ამხობ ხელისუფლებასო და სწორედ აქ მივადგებით გადაუჭრელ დილემას…” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:15 11-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
174

ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

“ოპოზიციის გასაჭირზე წერა მაინცდამაინც არ მეხალისება და არა იმიტომ, რომ ეს თემა აქტუალური არაა. აქტუალური როგორ არ არის, მაგრამ ამ ისტერიულ გარემოში, სადაც, როგორც წესი, ნათქვამის შინაარსი კი არ აინტერესებთ, არამედ ჯერ ასკვნიან ვისკენ ხარ და მერე ამის მიხედვით ან გაგინებენ ან გეთანხმებიან, სერიოზულ მსჯელობას ყოველგვარი აზრი ეკარგება. თუმცა, გამონაკლისი აქაც არსებობს და ეს სტატუსიც უფრო იმ გამონაკლისთა გასაგონადაა.
თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის მეინსტრიმული ნაწილის მხრიდან ხელისუფლება აღიქმება როგორც აბსოლუტური ბოროტება, ანუ მათი ხედვით ეს არის არა უბრალოდ ან თუნდაც ძალიან ცუდი და არაკომპეტენტური ხელისუფლება, არამედ თავად ბოროტების განსახიერება. ამ ხედვით ბიძინას ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ქვეყნად არსებული ყველანაირი მანკიერება, მათ შორის ურთიერთგამომრიცხავიც, მაგალითად, იგი შეიძლება იყოს ერთდროულად არაფრისმცოდნე იდიოტიც, არც პოლიტიკის და არც ქვეყნის მართვის რომ არაფერი გაეგება და შორსგამხედვარი ვერაგიც, რომელიც მთელ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს თავის ჭკუაზე ათამაშებს. ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება აღქმულია, როგორც ბოროტების გამოვლინება და თუკი ხელისუფლება აკეთებს რაღაც დადებითს (ვთქვათ რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას აძლევს ხმას გაეროში) ეს აუცილებლად იქნება ინტერპრეტირებული, როგორც ხალხის მოტყუების და თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა.
კიდევ გავიმეორებ: ხელისუფლების ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, რადიკალურად ნეგატიური აღქმა აქვს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტურ უმრავლესობას. ხოლო ის თითო-ოროლა პარტია, რომელიც ბოლომდე ვერ მიჰყვება დანარჩენებს ამ შეფასებაში, მუდმივად ეჭვმიტანილია ხელისუფლების (ანუ აბსოლუტური ბოროტების) მოკავშირეობაში.
გარდა ამისა, ხელისუფლების ამგვარი შეფასება სხვადასხვა დოზით და ვარიაციით ყოველდღე გვესმის ოპოზიციური მედიიდან, არასამთავრობო სექტორიდან და სამოქალაქო აქტივისტებიდანაც. მოკლედ, ხელისუფლება, როგორც აბსოლუტური ბოროტება, არის სრულიად ოპოზიციური საზოგადოების წამყვანი ნარატივი და დისკურსი. სხვა ენით და სხვა ლექსიკით ამ ხელისუფლებაზე ოპოზიციაში არ ლაპარაკობენ.
და რა გამოდის აქედან? ის, რომ თუ ეს ასეა, ანუ თუ ხელისუფლება აბსოლუტური ბოროტებაა, მაშინ ყველანაირი თანამშრომლობა ამ ხელისუფლებასთან არის ამ ბოროტების ლეგიტიმურობის აღიარება და მისი ხელშეწყობა, რადგან აბსოლუტურ ბოროტებისგან შეუძლებელია რამე სასიკეთო მიიღო შეთანხმებით და კომპრომისებით. კომპრომისები აბსოლუტურ ბოროტებას მხოლოდ აძლიერებს. მისი დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ უკომპრომისო და თავგანწირული ბრძოლით.
აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში, მისი მონაწილეობა ხელისუფლებასთან ერთად რაღაც ფორმატებში და სამუშაო ჯგუფებში, სრულიად ბუნებრივად აღიქმება, როგორც ბოროტების ლეგიტიმაცია და მოთხოვნა ოპოზიციური პარტიების მიმართ დატოვონ პარლამენტი, ასევე სრულიად ლოგიკურია.
ასეთი აღქმიდან გამომდინარე ასევე აზრი ეკარგება არჩევნებს. აბსოლუტური ბოროტება არჩევნებით ხომ არ დათმობს ძალაუფლებას? შესაბამისად ერთადერთი გზა არის რევოლუცია, კერძოდ მასების მობილიზება, ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა, სახელისუფლო ვერტიკალების ჩამოშლა და ხელისუფლების წელში გადატეხვა.
ამ კონტექსტში საყვედურები ოპოზიციის მიმართ, რომ ის სუსტია და ვერაფერს აკეთებს, გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს საკმარისად დიდი მასის დარწმუნებას ხელისუფლების აბსოლუტურ ბოროტებაში და იმის აუცილებლობაში, რომ მთელი ერი უნდა აღსდგეს ამ ბოროტების წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ვთქვა, ოპოზიციას საყვედურობენ, რატომ ვერ ამხობ ამ ხელისუფლებასო და სწორედ აქ მივადგებით გადაუჭრელ დილემას. საქმე ის გახლავთ, რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი რევოლუცია და ხელისუფლების დამხობა არ უნდა და არა უბრალოდ არ უნდა, ამას უკიდურესად არასასურველადაც კი მიიჩნევს. ოპოზიციის ხედვიდან კი სხვა გზა არ ჩანს.
შესაბამისად ჩნდება გადაულახავი წინააღმდეგობა სასურველსა და რეალურს შორის, რისი შედეგიცაა ნიჰილიზმი, უიმედობა და “ხალხი არ ვარგა.”
ჰოდა, ძალიან ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როცა ხედავთ რომ ეს გზა და შესაბამისად ეს ხედვაც ჩიხშია შესული (თუ ვერ ხედავთ, კიდევ უარესი), იქნებ იმაზე გეფიქრათ ვინმეს, რომ აბსოლუტურ ბოროტებასთან კი არა, ბანალურად ცუდ, ავტორიტარულ და პოსტასაბჭოური ტიპის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე?”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved