ტელეკომპანია ფორმულა აქვეყნებს სინდისის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, ციხიდან გამოგზავნილ წერილს:
„დიდი ხანია განცხადება არ გამიკეთებია, არც ვაპირებდი, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა არ მომცეს იმის უფლება, რომ გავჩუმებულიყავი და გამეტარებინა. ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა ამ ეტაპზე 2 მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო.
პირველი – ეს არის პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების აქტიური მონაწილეობა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ქართველი ხალხის ხმა ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ასევე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.მეორე საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვა. გუშინ ვუსმენდი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე დასაქმებულმა რევაზ ნადარაიამ ვერ გაიგო, თუ რატომ ვზივართ ციხეში, რატომ გვეძახიან ღიმილის ბიჭებს და რატომ ვართ პოლიტიკური და სინდისის პატიმრები. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ბერდია სიჭინავას და გიორგი სიორიძეს ამომწურავი და სრული პასუხებისთვის.პოლიტპატიმარი ნიშნავს პოლიტიკურად დევნილი, განსხვავებული აზრისა დს გამოხატვისთვის დაპატიმრებული პირი. მეუფრ იობთან ბოდიშის მოხდით, მაგრამ როცა მეუფეს აგინებენ გამოხატვის თავისუფლებაა და როცა რაღაცა არ მოგწონს და ამაზე ხმამაღლა საუბრობ, ციხეში უნდა ჩაჯდე? ვერ მოგართვით. სასამართლოებზე გადაღება აგვიკრძალეთ, რადგან საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგოს, მაგრამ მაინც ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ სიმართლეს ყველგან ვიტყვით. ვერ გიშველით ათასობით რობოტები და ვერ გადაფარავთ ფაქტებს და როცა ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაიმკვიდრებს თავის გზას მშვიდობის არეალში, ყველას პასუხი მოგეთხოვებათ და მერე არ დაიწყოთ: მაშინებდნენ, მაშანტაჟებდნენ და ა.შ. ეს მათ შორის ეხება ძალოვანი უწყების თანამშრომლებს და სამთავრობო ტელევიზიებს…სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება შევასრულე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საფრთხე თავიდან ამეცილებინა – ავიღე ფეიერვერკი და ჰაერში აღვმართე, თუმცა ვიღაც ჩასაფრებულმა გადაიღო და აი როგორ ძალადობსო.გუშინ საღამოს პარლამენტის თავმჯდომარის ვაკანსიაზე დასაქმებულმა პაპუაშვილმა ეცადა რომ ლაზარე გრიგორიადისი დაეკავშირებინა და გავეშავებინეთ ის აქტივისტები, ვინც სალფეთქის სროლისთვის, უბრალოდ ხელების ქნევისთვის, სიარულისთვის, ლაპარაკისთვის ვზივართ ოთხ კედელში – სად ლაზარე და სად ჩვენ? ეგ ერთი და მერე მეორე, დღეს ფარისეველმა არჩილ გორდულაძემ, იმან ეკლესიის ეზოში ერთ ხელში რომ სანთელი ეჭირა და მეორე ხელში თამბაქოს ეწეოდა, მთელი აქციები და მოქმედებები ლაზარე გრიგორიადისს მიაწერა, როცა 2003-2004 წლები გავატარეთ აქციებზე ცეკვებით, თამაშებით, სიმღერებით იმისდა მიუხედავად, რომ გვცემდნენ და გვაწამებდნენ ე.წ პოლიციელები.ოპოზიციას კი მყარად, მკაცრად და მაღალი ტონით მოგიწოდებთ, ილაპარაკეთ ფაქტებით და არა უბრალოდ სიტყვებით.ჯერჯერობით სულ ეს იყო, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, როცა ამ საპყრობილეს 16 დღეში დავტოვებთ.
P.S- ვახო სანაიას ვულოცავ თავისუფლებაზე ყოფნას“











კომენტარები